შექმნეს რობოტი, რომელიც ლოკოკინასავით გადაადგილდება
ლოკოკინები მოლუსკები არიან. აქედან გამომდინარე, მათ ფეხები არ აქვთ. მოლუსკები 500 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და ისინი ზღვის ფსკერზე ვენტრალური ფეხის გამოყენებით დაცოცავდნენ. დღემდე, მათი შთამომვალების დიდი ნაწილი, ლოკოკინების ჩათვლით, კვლავ ასე მოძრაობს.
ერთადერთი შთამომავალი, რომელიც სხვანაირად განვითარდა, კეფალოპოდებია — კალმარები და რვაფეხები. თუმცა, ეს ჯგუფი, ჩონჩხის არ ქონის გამო, კვლავ წყალში ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ლოკოკინა წყლიდან ხმელეთზე ამოვიდა, ისინი მაინც მოლუსკები არიან და, შესაბამისად, არ აქვთ ფეხები. ლოკოკინა სხეულს მიწაზე ახოხიალებს, მაგრამ მოძრაობის უკან სხვა პროცესებიცაა.
ლოკოკინები ფეხის ქვედა ზედაპირით გადაადგილდებიან, კუმშავენ და შლიან რა კუნთებს მის მთელ სიგრძეზე ტალღისებურად. ეს უზრუნველყოფს ფეხის მოძრაობას ვენტრალური მხრიდან. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ფეხის ეპითელიუმი დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფს, რაც ლოკოკინას უკეთესად მოძრაობაში და სრიალში ეხმარება.
მოძრაობის ამ მეთოდმა მკვლევართა ჯგუფის ყურადღება მიიპყრო. ამიტომ, მათ ამის გამეორება რობოტიკაში განიზრახეს.
სარავანა პრაშანტ მურალი ბაბუმ და მისმა კოლეგებმა სწორედ ეს ქნეს. სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ლოკოკინას რბილი რობოტული ფეხი შექმნეს. ამ ფეხის გამოყენებით რობოტს მოძრაობა უნდა შესძლებოდა.
მინესოტაში გამართულ შეხვედრაზე სარავანამ განმარტა, თუ როგორ მოხიბლა იგი ლოკოკინების მოძრაობამ.
"მე ყოველთვის ვამბობ, რომ ლოკოკინები ჩემთვის მაიკლ ჯექსონივით არიან. ერთი შეხედვით არ ჩანს თუ როგორ მოძრაობს ლოკოკინა, მაგრამ ის გადაადგილდება, სრიალებს როგორც მაიკლ ჯექსონი", — თქვა მან.
არსებობს კვლევები ლოკოკინას ლორწოს ქიმიურ თვისებებზე, თუმცა არ არის დეტალური ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ მოძრაობს ამ არსების ვენტრალური ფეხი. ერთადერთი რაც ამ მხრივ გვაქვს, ეს ბიოლოგების დაკვირვებებია და არა კომპლექსური კვლევები.
ექსპერიმენტი
პრეზენტაციის დროს სარავანამ განმარტა თუ როგორ მუშაობდნენ ისინი ლოკოკინას მოძრაობის რობოტიკაში დანერგვისთვის. მათ ფეხი რბილი მასალისგან შექმნეს, რომელსაც მცირე პნევმატური ტუმბოებით სეგმენტებად ბერავდნენ.
რობოტი მოძრაობისას წარმოქმნის ლორწოს მსგავს სითხეს და შემდეგ გადაადგილებისას მასზე სრიალებს.
სარავანას თქმით, გუნდის საბოლოო მიზანია, რომ რობოტის ფეხი კიდევ უფრო რბილი იყოს. ამით რობოტის მოძრაობა უფრო დაემსგავსება ლოკოკინასას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი რბილი რობოტიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები