ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და ბანკის მხარდაჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა დაარეგისტრიროს სკოლა ამ ბმულზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დარეგისტრირებული მასწავლებელი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი გახდება.
სკოლების რეგისტრაცია 29 თებერვალს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სკოლის დარეგისტრირების შემდეგ, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საკუთარი სკოლის მასწავლებლებისგან მიიღონ.
ოლიმპიადა რამდენიმე რაუნდად ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. სკოლის რაუნდს თბილისის სკოლები დაწერენ თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო რეგიონის სკოლები ადგილზე სკოლებში. ეროვნული ტური კი ყველა მონაწილესთვის ფიზიკურ ფორმატში გაიმართება თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელიც ოლიმპიადის მხარდამჭერია.
ოლიმპიადის ფარგლებში 10 გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში საერთაშორისო რაუნდში ასპარეზობისთვის მოემზადებიან. წელს საერთაშორისო ტური საბერძნეთში გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პროექტში მონაწილე ქვეყნების გამარჯვებულები შეეჯიბრებიან.
"საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ფინანსურ განათლებას ენიჭება — გვინდა, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების ამ სფეროთი დაინტერესებას, მათში ეკონომიკური ცნობიერების ამაღლებას და განვითარებას. ამიტომ, ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის მიერ ორგანიზებული ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერები ვართ. პირველად ოლიმპიადა შარშან გაიმართა, რომელშიც 200 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, საერთაშორისო რაუნდში კი საქართველოს წარმომადგენლებმა ჯამური რეიტინგით 20 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილი დაიკავეს. რაც ახალბედა მონაწილისათვის ძალიან კარგი შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ჩვენს საერთაშორისო რეიტინგს", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია INEV-ის მანდატით და Economic Fundamentals Initiative-თან პარტნიორობით კეთდება.
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმამ" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმამ" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU: EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი ტეილორ სვიფტის მუსიკალურ ვიდეოში დაკოტა ჯონსონი და კოლინ ფარელი მონაწილეობენ — ნახეთ თიზერი
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
კომენტარები