5 გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ფინანსების დაგეგმვისას უშვებენ
ფოტო: Dribbble / On.ge
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფინანსების მართვა ინდივიდუალური პროცესია, თუმცა არსებობს არაერთი უნივერსალური მეთოდი, რომელიც ყველას შეიძლება გამოადგეს. თუ ფინანსური წელი ჯერ არ დაგიგეგმავს, ეს სტატია სწორედ შენთვის არის — აქ იმ ხუთ გავრცელებულ შეცდომაზე გიყვებით, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტის მართვისას უშვებენ ხოლმე.
1. როდესაც უკონტროლოდ ხარჯავენ
ხარჯვა ბიუჯეტირების უმნიშვნელოვანესი ნაწილია — ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე გამომუშავება. საკუთარ თავს გვერდიდან შეხედე და დაფიქრდი, უკონტროლოდ მხარჯველების რიგს ხომ არ მიეკუთვნები?
ბუნებრივია, ფულს სწორედ ხარჯვის მიზნით გამოვიმუშავებთ, თუმცა, როდესაც საქმე ფლანგვასთან გვაქვს, ეს ჩვენს ბიუჯეტს უდიდეს პრობლემას უქმნის და სათავეს უდებს არაერთ ფინანსურ პრობლემას, რომელთან გამკლავებისთვისაც სამომავლოდ უდიდესი რესურსების გაღება გვჭირდება.
2. როდესაც არამიზნობრივად ხარჯავენ
ხშირად ფულს ისეთი ნივთების შესაძენად ვხარჯავთ, რომელსაც ნაკლებად, ან საერთოდ არ ვიყენებთ. ამას განსაკუთრებით ფასდაკლებების დროს ვაკეთებთ, როდესაც ჩვენი გონება ხარჯვისთვის უფრო მეტად არის მომართული.
ამასთან, ზოგჯერ ჩვენი ხარჯები ჩვენივე ბიუჯეტის ფონზე ზედმეტად არამიზნობრივია. გაითვალისწინე, რომ ფინანსების მართვის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ გონივრული ხარჯვაა — უნდა იცოდე, რომ ამას შენი ფინანსური ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია.
3. როდესაც არ ზოგავენ
ბიუჯეტირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფულის დაზოგვის ჩვევის ჩამოყალიბებაა. დანაზოგი მოკლევადიანთან ერთად შორეულ პერსპექტივაზე შეიძლება გავთვალოთ. მაგალითად: უძრავი ქონების შეძენა, განათლებაში ინვესტირება და სხვ.
ანალიტიკოსები გვირჩევენ, რომ საორიენტაციოდ გარკვეული პერიოდი ავიღოთ, ჩვენი შემოსავლებისა და ხარჯების მარტივი ანალიზი გავაკეთოთ და გავიგოთ იმ თანხის მოცულობა, რომლის დაზოგვისაც შევძლებთ. მათივე თქმით, ეს არამიზნობრივი ხარჯების შემცირებაშიც დაგვეხმარება.
4. როდესაც არასწორად ზოგავენ
თუ ფულის დაზოგვის გადაწყვეტილებას მიიღებ, აქ რამდენიმე საკითხი უნდა გაითვალისწინო, რათა ფულით ფული გამოიმუშაო. კერძოდ, ფულის მუთაქაში შენახვა დაუშვებელია. ამასთან, ნუ შეჩერდები თანხის დაზოგვის ისეთ მარტივ ხერხებზე, როგორიც საბანკო ანაბრის გახსნაა.
იცოდი, რომ თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანი საკუთარ ფულად სახსრებს ცნობილი კომპანიების აქციებში აბანდებს? თუ ჯერ არ გსმენია, გეტყვით, რომ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა საქართველოს ბანკის მობილბანკით შეგიძლია. აქ ინვესტირების დაწყება მარტივად, ნებისმიერი თანხით არის შესაძლებელი.
5. როდესაც მომავალს არ გეგმავენ
გაიხედე წინ — არ არის გამორიცხული, რომ მომავლის დაგეგმვამ შენი ფინანსების მოწესრიგებას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი. დაისახე მიზნები, დათვალე ისინი და მათთან მისასვლელად თავდაუზოგავად იშრომე.
ასევე იხილეთ:
ჩადე ინვესტიცია როგორც საკუთარ თავში, ისე იმ კაპიტალში, რომელიც ფიქრობ, რომ მოგებას მოგიტანს. გახსოვდეს, რომ დრო სწრაფად გადის და ფინანსების დაგეგმვისა და ინვესტირების დაწყების გადადება ნამდვილად არ ღირს.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა





კომენტარები