ახალი წლის ღამეს Adam&Eve-ის უნიკალური სივრცე საკუთარ ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს, კვლავ კულტურულ ცენტრად გადაიქცევა და სტუმრებს დაუვიწყარ ჰიპ-ჰოპ დღესასწაულს შესთავაზებს.

31-ში ყოფილი კინოსტუდიის სივრცეს არაერთი ღირსეული არტისტი დაიკავებს. მათ შორის, საპატიო სტუმრის სტატუსით რეჯი სნოუც მოგვევლინება.

Rejjie Snow

დიახ, საიდუმლო აღარ არის, რომ 31 დეკემბერს ირლანდიური ფესვების მქონე ჰიპ-ჰოპ არტისტი ქართველი მსმენელს კიდევ ერთხელ შეხვდება და საკუთარ მრავალფეროვან მუსიკას გაუზიარებს.

ფოტო: Rejjie Snow / Instagram

რეჯიმ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო და ერთი წლის თავზე პირველი EP გამოუშვა — Rejovich. ამას სხვადასხვა სინგლი მოჰყვა, 2018 წელს კი მუსიკოსი მსმენელის წინაშე სადებიუტო ალბომით, Dear Annie-ით წარსდგა.

მის მუსიკაში სუსხიანი რეჩიტატივი არასდროს რჩება თბილი ვოკალის გარეშე და მის ჰიპ-ჰოპს ყოველთვის დაჰყვება R&B-ის შტრიხები. რეჯი, საკუთარი ხელოვნებით, მეაბოხე — ასე აბალანსებს უამრავი ადამიანისთვის საყვარელ ჟანრს და მსმენელამდე მიაქვს მასალა, რომლის მიმართაც რთულად რჩებიან გულგრილნი.

არ ვიცით, ახალი წლის ღამეს თბილისში როგორი ამინდი იქნება, მაგრამ Adam&Eve-ში რეჯი სნოუ ჰიჰ-ჰოპს ნამდვილად მოთოვს

ამბობენ საღამოს ორგანიზატორები.

Adam&Eve

საღამოს კიდევ ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი თავად ისტორიული სივრცე იქნება. ქართული კინოს პირველი პავილიონი 1920-იანი წლების ბოლოს მიხეილ ბუზოღლის დაგეგმარებით აშენდა. შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელმაც ქართული ავანგარდული არქიტექტურის განსხვავებული სახე შექმნა.

ფოტო: 1tv.ge

ფოტო: 1tv.ge

ამ შენობაში ყველა მნიშვნელოვანი ქართული ფილმია გადაღებული.

როგორც ამბობენ, არქიტექტორმა მას გენიალური ფორმა მისცა, რათა ფუნქციურად დიდი დატვირთვა ჰქონოდა. ამასთან, შენობაში გააერთიანა ეროვნული და იმ დროისთვის თანამედროვე ელემენტები.

აშენებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, პავილიონმა ნაწილობრივ დაკარგა ფუნქცია. 90-იანი წლების ბოლოს კი დაარსდა კულტურის ცენტრი —ადამი და ევა და იმავე სახელწოდების სტუდია. კულტურულმა ცენტრმა სივრცეს სხვადასხვა პროექტით კიდევ ერთხელ შთაბერა ახალი სიცოცხლე.

როგორც ცნობილია, პავილიონს კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა გამოარჩევს — აქ პირველად ჩატარდა ჯგუფ სახეს და Poetry'n'Motion-ის კონცერტი. ეს იყო პირველი ლაივი, სადაც თბილისმა ამერიკელი რეპერები ცოცხლად იხილა.


31 დეკემბერს Adam&Eve-ში ასევე დაგხვდებიან Luna997, Sabana, ჯერონიმო, ერეკლე დეისაძე, Mush one და Hawa.

ახალი წლის ღამეს, როდესაც ჯერ სახლში და მერეს დრო დადგება, არ დაგავიწყდეს, Adam&Eve ქალაქის ცენტრში ჰიპ-ჰოპ ფართის აწყობს და ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ახალ ისტორიას წერს.