საირმეს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი — ყველაფერი ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის
ფოტო: თეგეტა
იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი გამორჩეული ბალნეო-კლიმატური კურორტი საირმე ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და 100 წელზე მეტია, დამსვენებლებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს.
საირმის ადგილმდებარეობა, მის ირგვლივ არსებული წიწვოვან-ფოთლოვანი ტყის საფარი განაპირობებს კლიმატის გამაჯანსაღებელ და მატონიზებელ ეფექტს, ზრდის ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა დაავადების მიმართ, ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს.
კურორტის ბუნებრივ უპირატესობებს თან ერთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის მრავალფეროვანი შესაძლებლობა, კერძოდ — ყველა პირობა დასვენების, დეტოქსისა და გაჯანსაღებისთვის.
ფოტო: თეგეტა
კურორტ საირმის სპა-ცენტრის რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი. კომპლექსი ახლა სარელაქსაციო, სამკურნალო სპა და ველნეს ცენტრია, რომელიც გერმანული ფირმის — კრაფტის უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ეს საირმის დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ სამკურნალო წყლებით იზრუნონ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე, არამედ არჩევანი შეაჩერონ მათთვის სასურველ სამკურნალო თუ სარელაქსაციო სპა-პროცედურებზე.
ფოტო: თეგეტა
კურორტი საირმე 2021 წლიდან ევროპის სპათა ასოციაციის (ESPA) წევრია. ESPA-ს წევრობა კურორტს საშუალებას აძლევს, გაიზიაროს ახალი, ევროპული გამოცდილება და სწორედ ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს კურორტის სტუმრებს.
ნინო ცუცქირიძე, საირმეს სპას მენეჯერი: "ისეთი რანგის ასოციაციის წევრობა, როგორიცაა ESPA, ჩვენს კურორტს საშუალებას აძლევს, ბალნეოლოგიური სერვისების განვითარებასა და დანერგვაში ევროპულ სტანდარტზე ორიენტირდეს. ქართული კურორტის ევროპის სპა-ასოციაციაში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია არა მარტო ჩვენი კურორტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბალნეოლოგიური სექტორის განვითარებისთვის. ეს გახლავთ შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ევროპელი ტურისტებისათვის არა მარტო გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის მხრივ, არამედ როგორც სამედიცინო ტურიზმის უდიდესი რესურსის მქონე ქვეყანა."
საირმეს სპა-ცენტრში ჰიდროპროცედურები თერმული წყლით ტარდება, რაც მათი ზემოქმედების ეფექტს აორმაგებს.
ფოტო: თეგეტა
ჰიდროპროცედურებს შორის განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა წყალქვეშა მასაჟზე, რომელიც წყლით სავსე აბაზანაში ტარდება და ხელს უწყობს სხეულის მაქსიმალურ მოდუნებას. უშუალოდ მასაჟის პროცესი წყლის ჭავლის მეშვეობით ტარდება, რომელიც მიმართულია სხეულის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა კუთხით. პროცედურა ეფექტიანია როგორც თერაპიულ–პროფილაქტიკური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით, რამდენადაც ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის კუნთოვან და სისხლძარღვოვან ტონუსს, ამცირებს შეშუპებებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს მატონიზებელი ეფექტი და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
სპა პროცედურების მოყვარულები ხშირად ირჩევენ შარკოს შხაპსაც. პროცედურა წყლის მძლავრი ჭავლის მეშვეობით ტარდება, რომელიც მიმართულია ფეხზე მდგომი პაციენტის სხეულის განსაზღვრულ უბნებზე. პროცედურის ჩატარებისას წყლის ტემპერატურა 20 °С-იდან 40 °С-მდე იცვლება. შხაპს ძლიერი მასტიმულირებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს, აცხრობს შეშუპებას, ხელს უწყობს ჭარბი წონის კლებას, ორგანიზმის რეგენერაციასა და გაახალგაზრდავებას.
ფოტო: თეგეტა
საირმეს სპა-ცენტრის გამორჩეული პროცედურაას წყლის აბაზანაც, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ფორების სწრაფ გაფართოებას, ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების სწრაფ გამოდევნას ორგანიზმიდან. პროცედურა ადუნებს კუნთებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. წყალში არსებული მინერალების ზემოქმედებით, კანი ნაზი, ელასტიკური და გლუვი ხდება.
ჰიდროპროცედურის ერთ-ერთი სახეობაა ჰიდრო-ჭავლური ("მარგალიტოვანი") აბაზანა. პროცედურის ეფექტი მიიღწევა წყლის მოლეკულებისა და ჰაერის ნაწილაკების ერთობლივი ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე. წყლისა და ჰაერის ნაწილაკების შერწყმით წარმოიქმნება დიდი რაოდენობით წვრილი ბუშტუკები, რაც ვიზუალურად მარგალიტის მსგავს ეფექტს ქმნის. აქედან წარმოიშვა ამ პროცედურის მეორე სახელწოდება — "მარგალიტოვანი" აბაზანა. პროცედურა რეკომენდებულია ხშირი სტრესისა და ფსიქოემოციური გადაძაბვის დროს, ჭარბ წონასთან, სტრიებთან და ცელულიტთან საბრძოლველად.
ფოტო: თეგეტა
სხვადასხვა ჰიდროპროცედურის გარდა, საირმის თერმულ სპასა და გამაჯანსაღებელ ცენტრში განტვირთვისა და დეტოქს პროგრამების მოყვარულებს ჰალოთერაპიის, სამკურნალო ტალახის აპლიკაციების, სხვადასხვა ტიპის მასაჟის (გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, ანტისტრესული, ანიცელულიტური) პილინგების ჩატარება შეუძლიათ. სპაში ღია და დახურული თერმული აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი და ორთქლის საუნა ფუნქციონირებს. საირმის სპაში უკვე პრესოთერაპიის პროცედურების ჩატარებაც არის შესაძლებელი.
ნინო ცუცქირიძე, საირმეს სპას მენეჯერი: "სპა-ცენტრში განსაკუთრებულად ვზრუნავთ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურის განვითარებაზე. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ჩვენს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ მდგომარეობაზე. საირმეს სპა-ცენტრში სხვადასხვა გამაჯანსაღებელ, სარელაქსაციო თუ ანტიცელულიტურ მასაჟს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები აკეთებენ. ეს კი გვეხმარება, პროცედურები იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და შედეგის მომცემი."
გარდა არსებული პროცედურებისა, მრავალფეროვანია გეგმებიც. საირმეს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი მომდევნო წელს, მომხმარებლებისთვის მენტალური ჯანმრთელობის პაკეტის შეთავაზებას გეგმავს.
კლიმატი, თერმული სამკურნალო წყლები, მრავალფეროვანი სპა პროცედურები და პროფესიონალები საირმეში უნიკალურ შესაძლებლობას ქმნიან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებლად. ამის გვერდით კი უნიკალური სპა პროცედურები დამსვენებელს მოდუნების, ძალების აღდგენისა და განტვირთვის ყველა პირობას უქმნის.
კურორტი საირმე — თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი
კურორტის თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და ესთეტიკურ პროცედურას. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ჰიდროპროცედურების ნაირსახეობებით, როგორიცაა: წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, წყლის აბაზანები ექსტრაქტებით და ექსტრაქტების გარეშე, ოზონირებული წყლის აბაზანა, მარგალიტოვანი აბაზანა, ზედა და ქვედა კიდურების ჰიდროჭავლური აბაზანა, სხვადასხვა ტიპის გამორეცხვები.
ყველა ჰიდროპროცედურა ტარდება თერმული წყლით, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა მერყეობს 41-43 გრადუსამდე და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტი დადასტურებულია მრავალწლიანი გამოცდილებით.
გარდა ჰიდროპროცედურების, თერმული სპასა და გამაჯანსაღებელი ცენტრისა, საირმე სტუმრებს სთავაზობს ისეთი ტიპის პროცედურებს და სერვისებს, როგორიცაა: ჰალოთერაპია, სხვადასხვა ტიპის მასაჟი (გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, ანტისტრესული, ანტიცელულიტური), პილინგი, პრესოთერაპია, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, შეფუთვები, ფიტნესდარბაზი, მშრალი და ორთქლის საუნა. კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია და დახურული აუზები, რომლებიც ასევე სამკურნალო თერმული წყლით ივსება.
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კომენტარები