Volvo Retail Experience — თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, ვოლვო ქარ საქართველოს კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა
ფოტო: თიბი
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმი გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს.
შოურუმში შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებით და მასალებით შეარჩიოს ავტომობილი და ისარგებლოს ტესტ დრაივით.
შოურუმის სახურავზე 325 ვატის სიმძლავრის მზის პანელებია დამონტაჟებული, რომლებიც წელიწადში 442 500 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
შოურუმის 1500 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ პარკინგსა და ეზოში ელექტოფიცირებული ავტომობილებისთვის დასამუხტი სადგურებია დამონტაჟებული.
საერთაშორისო სტანდარტით აშენდა სერვისცენტის ნაწილიც, სადაც ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება. მომხმარებელს პერსონალური მენეჯერი ეყოლება, რომელიც ზუსტად იცნობს კონკრეტული ავტომობილის ისტორიას.
ვოვლო ქარ საქართველოს მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE (Volvo Retail Experience) კონცეფციით შეიქმნა და შვედეთში არსებული შოურუმების ანალოგია.
"ვოლვო ქარ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა, ჩვენი სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გახსნილია. სივრცე, სადაც დღეს ჩვენს სტუმრებს და მომხმარებელს ვმასპინძლობთ გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი მასშტაბურობით, არამედ იმ მიდგომებით, რომელსაც ვოლვო ქარსი წლებია ავტოინდუსტრიაში ექსკლუზიურად ნერგავს. ერთგულად მივყვებით შვედური ბრენდის მიერ არჩეულ ხაზს და მომხმარებელს ავტომობილის შეძენის და ფლობის სრულიად ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ. 2019 წლიდან ვოლვო ქარსის ოფიციალური წარმომადგელები ვართ, დღეს კი რეგიონში ვოლვოს პირველი, ინოვაციური VRE შოურუმის გახსნით უპრეცედენტო პროექტი დავასრულეთ", — გაგა კოხრეიძე, ვოლვო ქარ კავკასიის დირექტორი.
"უკვე 25 წელზე მეტია “თეგეტა ჰოლდინგის” და თიბისის პარტნიორობა გრძელდება. ამ წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია „ვოლვოს“ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შოურუმი. როგორც ქართული ბიზნესის ნომერ პირველ პარტნიორს, ძალიან გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი გაიხსნა" — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ახალ შოურუმში თიბისი დაზღვევის, თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მომხმარებლები, სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია — ვოლვო ქარ კავკასია, რომელიც საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთსაც ფარავს, ახალი შოურუმების გახსნას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
კომენტარები