სტრატეგიები და რჩევები ქალებისთვის, რომლებიც დისკრიმინაციასა და ონლაინჩაგვრას აწყდებიან
ფოტო: EU Neighbours East
მსოფლიოში სულ უფრო იზრდება ონლაინჩაგვრის, კიბერბულინგისა და დისკრიმინაციის შემთხვევები, რაც ქალებისათვის მეტად უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნის საჭიროებას აჩენს. ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებსაც ამგვარი პრობლემების წინაშე მდგომი ადამიანების გაძლიერება და ონლაინსივრცეში ურთიერთპატივისცემისა და ინკლუზიურობის წამახალისებელი გარემოს შექმნა შეუძლია.
ბრძოლა ხმის გასაგონებლად: კონკრეტული სტრატეგიები
"დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უწყვეტად ვიღებდი საათში ასობით ტვიტს, რომლებშიც ჩემს გარეგნობას ყველა შესაძლო კუთხით განიხილავდნენ, დასცინოდნენ ჩემს საუბრის მანერას, დასცინოდნენ ჩემს გარეგნობას", — ჰყვება ნინა იანკოვიჩი, დეზინფორმაციის მკვლევარი და წიგნის, ქალად ყოფნა ინტერნეტში: როგორ გადავურჩეთ ძალადობასა და ჩაგვრას და ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ (How to Be a Woman Online: Surviving Abuse and Harassment, and How to Fight Back), ავტორი.
ნინა იანკოვიჩი
ფოტო: Kate Andreya / EU Neighbours East
მან საკუთარ თავზე გადატანილ სასტიკ ციფრულ თავდასხმებზე ახლახან, ევროკავშირის DisinfoLab-ის 2023 წლის ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას იანკოვიჩმა აუდიტორიას ის სტრატეგიებიც გაუზიარა, რომლებიც ონლაინჩაგვრასთან გასამკლავებლად გამოიყენა.
იანკოვიჩი ხაზგასმით ამბობს, რომ ტროლები საპასუხო რეაქციებით იკვებებიან. ამის გათვალისწინებით, ის კონკრეტულ სტრატეგიას გვთავაზობს: დაადუმე ან დაბლოკე ტროლი და გააგრძელე ცხოვრება. "მიზანი აშკარაა: არ მისცე მათ შენზე ზეგავლენის უფლება“" — ამბობს იანკოვიჩი. ონლაინჩაგვრასთან გასამკლავებლად ის ქალებს ურჩევს, გარშემო ის ადამიანები შემოიკრიბონ, რომლებიც გვერდში დაუდგებიან და მხარს დაუჭერენ.
ის ასევე ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გონივრული პოლიტიკური ცვლილებების გატარება ონლაინჩაგვრის მსხვერპლთა დასახმარებლად: "დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ გონივრული პოლიტიკა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ონლაინჩაგვრას განიცდიან. მეტიც, ახალი სამსახურისთვის პირობების შეთანხმებისას, დასაქმებულებმა უნდა გაარკვიონ, რა ტიპის მხარდაჭერის პოლიტიკა აქვს შემუშავებული დამსაქმებელს".
კიბერჩაგვრა, კიბერბულინგი, ტროლინგი, ფლეიმინგი — ეს ის ტერმინებია, რომლებიც ხშირად სინონიმებად გამოიყენება, რის შედეგადაც ზოგი მათგანი თავის რეალურ მნიშვნელობას კარგავს. PEN America, ორგანიზაცია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს, უპირატესობას ანიჭებს ტერმინებს "ონლაინჩაგვრა" და "ონლაინძალადობა" და მათ განმარტავს, როგორც "ინტერნეტში ინდივიდის ან ჯგუფისადმი განხორციელებულ ყოვლისმომცველ ან სასტიკ შეტევას საზიანო ქმედებების გზით".
ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ გზამკვლევში Online Harassment Field Manual გაწერილია ონლაინდანაშაულთან ბრძოლის პრაქტიკული სტრატეგიები, რომლებიც მაშინ შეგიძლია გამოიყენო, როცა ჩაგვრის სამიზნე თავად არ ხარ:
- როცა ონლაინჩაგვრის შემთხვევას აწყდები, უმნიშვნელოვანესია, რომ პირველ რიგში საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნო;
- არსებითი მნიშვნელობა აქვს, ძალადობის ტიპისა და მასშტაბის დადგენას;
- მოიკითხე ის ადამიანი, ვისაც მიემართება ჩაგვრა. ემოციური მხარდაჭერის შეთავაზება, განკითხვის გარეშე მოსმენა და იმის თქმა, რომ რაც ხდება, მისი ბრალი არაა, მას აგრძნობინებს, რომ გვერდში უდგახარ;
- მოიძიე საუკეთესო გზა დასახმარებლად, შესთავაზე პრაქტიკული მხარდაჭერა, როგორიცაა საჩივრისთვის ინციდენტების აღნუსხვაში ან ციფრული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში დახმარება.
"გამოსავალი საკითხისადმი ხალხის ყურადღების მიპყრობაშია"
ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა ევროკავშირის განმსაზღვრელი ღირებულებებია და მათი დაცვა ევროკავშირის საგარეო ქმედების ცენტრშია მოქცეული. ამ ღირებულებების წინ წამოწევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEA) ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მისიაცაა.
ახალგაზრდა ევროპელ ელჩს აზერბაიჯანიდან, საადატ აღაიევას, საკუთარ თავზე გამოუცდია სისტემური ონლაინჩაგვრა, რის შედეგადაც ისწავლა, როგორ გაუმკლავდეს მას. საადატი ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ახალგაზრდა ელჩიცაა — კონკრეტულად "SDG5 გენდერული თანასწორობისთვის" მიმართულებით — და HeForShe-ის (გენდერული თანასწორობის მსოფლიო მოძრაობა) პროგრამის მენეჯერია.
საადატ აღაიევა
"მახსოვს, რომ, ჩემი თანხმობის გარეშე, კაცებისგან სექსუალური ხასიათის მიმოწერის რამდენიმე შეთავაზება მივიღე და ისინი მაშინვე დავბლოკე. სამწუხაროდ, გოგოები და ქალები ხშირად აწყდებიან ასეთ შემთხვევებს, რადგან ინტერნეტზე წვდომა თავისთავად ქმნის სივრცეს, რომელშიც საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აუღებლადაა შესაძლებელი ონლაინჩაგვრაში მონაწილეობის მიღება", — ამბობს ის.
საადატი ონლაინბულინგისა და ჩაგვრის სამიზნე ყველა ქალს მოუწოდებს, იყოს მამაცი, აიმაღლოს ხმა, შეაგროვოს სამხილები და შეიტანოს საჩივარი. "ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალი ისაა, რომ საზოგადოებას საკითხისადმი ყურადღება მიაპყრობინო, რაც ჩვენ გარშემო ადამიანთა მობილიზებითაა შესაძლებელი და, ასევე, ისარგებლო სამართლებრივი გზებითაც!" — აღნიშნავს ის.
ახლახან 50-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ჩაერთო ევროპის საბჭოს ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ტრენინგში, რომელიც სიძულვილის ენასთან ბრძოლას შეეხება. ეს პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებს ასწავლის, როგორ გამოიყენონ დისკრიმინაციის, სიძულვილის და რასიზმის საწინააღმდეგო ნარატივები ადამიანის უფლებების ენის გამოყენებით და როგორ იმოქმედონ საზოგადოებასთან ერთად ამ ფენომენის წინააღმდეგ.
"ის ცოდნა, გამკლავების მექანიზმები და გარკვეული უნარებიც, რომლებიც ამ ტრენინგის შედეგად მივიღე, ჩემთვის ერთობ პრაქტიკული და გამოსადეგი აღმოჩნდა", — აღნიშნავს ნატალია ბალიცკა, რომელიც უკრაინაში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მენტორია. მისი თქმით, პროგრამამ მის ყოველდღიურ საქმიანობაზეც კი მოახდინა ზეგავლენა.
ნატალია ბალიცკა
ნატალიასთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ადამიანის უფლებების ენის გამოყენებით სიძულვილის ენის საწინააღმდეგო ნარატივის შექმნას შეეხებოდა. სანამ ის მოუთმენლად ელის, როდის დაიწყება ბუდაპეშტში ტრენინგის პირისპირ შეხვედრების ფაზა, აშკარაა, რომ ონლაინ ჩატარებულმა ნაწილმაც უკვე დიდი ზეგავლენა მოახდინა მასზე. ბალიცკა გაეცნო ევროპის საბჭოს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საქმიანობას, უკეთ გაიაზრა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და აქტიურად ჩაერთო უკრაინაში უფლებების დაცვის საკითხზე გამართულ დისკუსიებში.
გამოწვევები, რომლებსაც ქალი ჟურნალისტები აწყდებიან
ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრმა (ICFJ) ჩაატარა გლობალური კვლევა, რომლის შედეგებსაც წიგნში, The Chilling: A Global Study of Online Violence Against Women Journalists, მოუყარა თავი.
კვლევაში მონაწილე ქალმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს ონლაინძალადობის საშინელ გამოცდილებებზე, რომლებიც მოიცავდა სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მუქარებს, შეურაცხმყოფელ ენას, შემაწუხებელ პირად გზავნილებს, პროფესიული თუ პირადი რეპუტაციის განადგურების მუქარებს, ციფრულ უსაფრთხოებაზე შეტევებს, ფოტოების მანიპულაციით შეცდომაში შემყვანი ვიზუალური მასალის გავრცელებას და ფინანსურ მუქარებს.
ამ თავდასხმების მრავალფეროვანი ბუნება იმ საშიშ ტენდენციას ააშკარავებს, რომელიც რამდენიმე მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული. მათ შორისაა, დამცირება და შეურაცხყოფა, რადგან ონლაინძალადობა ხშირად მიმართულია ქალი ჟურნალისტების შერცხვენისკენ და შეურაცხყოფისკენ, რათა ძირი გამოუთხარონ მათ თვითდაჯერებას და საკუთარი ღირსების შეგრძნებას. "საბოლოო მიზანია დაშინება, გაჩუმება და ფარ-ხმლის დაყრევინება, რათა ქალ ჟურნალისტებს საჯარო დისკუსიებში მონაწილეობის მიღებისა და საჭირბოროტო საკითხების გაშუქების სურვილი დააკარგვინონ", — ამტკიცებენ წიგნის ავტორები.
ონლაინძალადობისა და პანდემიის პერიოდის კონსპირაციული ქსელების, დეზინფორმაციისა და პოლიტიკური ექსტრემიზმის ნაზავი კიდევ უფრო კომპლექსური გამოწვევების წინაშე გვაყენებს. როცა ეს ელემენტები ინტერნეტში ერთმანეთს ერწყმის, ქალების წინაშე არსებული რისკები თვალშისაცემად იზრდება.
კვლევის გამოქვეყნება უკრაინაში რუსეთის ომის პირველ დღეებს დაემთხვა, რამაც გამოკვეთა, რამხელა როლს თამაშობს ონლაინძალადობა ომის დროს.
ტერმინებისა და თავდაცვის მექანიზმების გააზრება
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (UDHR) ხაზს უსვამს თანასწორობის მნიშვნელობას და აცხადებს, რომ "ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით" (მუხლი 1). მუხლი 2 დისკრიმინაციისგან თავისუფლებას იცავს და ხაზს უსვამს, რომ თანაბარი უფლებები მინიჭებული უნდა ჰქონდეს თითოეულ ადამიანს, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა.
ევროკავშირის დოკუმენტის, სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე (2020-2024), შესავალში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, კოლექტიური ქმედების მნიშვნელობას უსვამს ხაზს: "ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვა კოლექტიური სავარჯიშოა და არა — ერთპიროვნული ძალისხმევა. ვერცერთი ქვეყანა, რაც უნდა ძლიერი და გავლენიანი იყოს ის, ვერ შეედრება ინსტიტუტების მეშვეობით მოქმედი საერთაშორისო საზოგადოების საიმედოობას".
ის ასევე გამოკვეთს ახალი ტექნოლოგიების გამოწვევებს და გვაფრთხილებს, რომ "გასაოცარია ის სისწრაფე, რომლითაც მსოფლიოში ადამიანის უფლებების ყველაზე საშიში დამრღვევები იწყებენ დაზვერვისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებას".
ამ კონტექსტში ევროპის საბჭოს კონვენცია კიბერდანაშაულზე, რომელიც ბუდაპეშტის კონვენციის სახელითაა ცნობილი, ინტერნეტითა და სხვა კომპიუტერული ქსელებით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ძალისხმევას წარმოადგენს.
ონლაინძალადობის სისასტიკე აშკარაა, რადგან ისეთ ერთეულ ინციდენტსაც კი, როგორიცაა მოკვლით დამუქრება ან პირადი ინფორმაციის გავრცელება, უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ასევე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ინციდენტების უწყვეტი ჯაჭვი ან კოორდინირებული შეტევა.
ტერმინები, როგორიცაა შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია, სტერეოტიპები და ცრურწმენები, ქმნის კომპლექსურ ნარატივს, რომელიც საზოგადოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ ტერმინების გააზრება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად და იმ ქმედებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, რომლებსაც ეს სიტყვები აღნიშნავენ.
ადამიანის უფლებების დღე ერთგვარი შეხსენებაა, რომ ღირსებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვა საჭიროა არა მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში, არამედ ციფრულ სივრცეშიც, სადაც დისკრიმინაციასა და კიბერბულინგს ძალიან ღრმა გავლენის მოხდენა შეუძლია.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები