აი, რის ყიდვას გთხოვდა შენი ოთხფეხა მეგობარი საახალწლოდ, ლაპარაკი რომ შეეძლოს
ფოტო: On.ge
რას ნიშნავს შენთვის ახალი წელი?
ალბათ ოჯახურ სითბოს, ერთმანეთისთვის გაზიარებულ სიყვარულსა და გაცვლილ პატარ-პატარა საჩუქრებს. თუკი შენს ოჯახში ოთხფეხა მეგობარიცაა, ჯობს, უკვე დაიწყო ფიქრი, რას აჩუქებ მას. სათქმელად ადვილიაო, იტყვი. ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგეხმაროთ და ისეთი საახალწლო საჩუქრის იდეები შემოგთავაზოთ, რომელიც შენი ფისოს ან ცუგას საუკეთესო სანტად გაქცევს.
1. სანტას ფორმა ცუგებისთვის
ფოტო: On.ge
საახალწლოდ სანტას ფორმაში გამოწყობა მხოლოდ ჩვენ როდი გვინდა?! ეს კომბინეზონი სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს. ამასთან, ზამთარში ამ თბილ სამოსს ფრიად პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. აღსანიშნავია, რომ კომბინეზონი ყველაზე აქტიური ცუგებისთვისაც ძალიან კომფორტული სატარებელია.
ფასი: 48 ₾ / დეტალურად ნახვა
2. ტელევიზორის ფორმის საფხაჭნი ფისოებისთვის
ფოტო: On.ge
ფისოებიც არ დავივიწყოთ. კატის ყველა პატრონისთვის ცნობილი ამბავია, როგორ უყვართ ამ ბეწვის გორგლებს ფხაჭნა და კაწვრა. სწორედ ფხაჭნა-კაწვრის დაუძლეველი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში დაეხმარება ფისოებს ეს საინტერესო ნივთი, რომელსაც კატების კიდევ ერთი საყვარელი საგნის, ტელევიზორის, ფორმა აქვს. ამასთან, ეს საფხაჭნი ავეჯის დაზიანებასაც აგარიდებს თავიდან.
ფასი: 119,90 ₾ / დეტალურად ნახვა
3. საწოლი გათბობის რეჟიმით
ფოტო: On.ge
როგორც ცუგებს, ასევე ფისოებს, ზამთარში თბილად მოკალათება ყველაფერს ურჩევნიათ. სწორედ ასეთი თბილი და მყუდრო კუთხის მოწყობაში დაგეხმარება ეს საწოლი. საწოლს USB-კაბელიც მოჰყვება, რომლითაც გათბობის სამი განსხვავებული რეჟიმის დაყენება შეგიძლია. რაც მთავარია, ნივთი გამძლე მასალითაა დამზადებული და ძალიან მოუსვენარი მეგობრისთვისაც შეიძლება იყიდო.
ფასი: 210 ₾ / დეტალურად ნახვა
4. ცუგების სათამაშოებისა და მოვლის ნაკრები
ფოტო: On.ge
ბევრ სითბოსთან და სიყვარულთან ერთად ცუგებს ორი მთავარი რამ ესაჭიროებათ: მოვლა და გართობა. სწორედ ეს ორი პრაქტიკული საჭიროებაა გაერთიანებული კომპლექტში, რომელიც მოიცავს სათამაშო ბუქსირს, ბურთს, ძაღლის სავარცხელს, ჯამს, საყელოსა და საწვრთნელ ღილაკსაც კი. ყოველი ეს ნივთი უსაფრთხოებისა სტანდარტებისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვითაა დამზადებული. ამ ყველაფრის ცალ-ცალკე შეძენა კი ბევრად ძვირიც დაჯდებოდა...
ფასი: 30,73 ₾ / დეტალურად ნახვა
5. მანათობელი ბურთი ფისოებისთვის
ფოტო: On.ge
გართობა არანაკლებ უყვართ ფისოებს, მაგრამ სათამაშოთი მათი დაინტერესება უფრო რთულია. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს მანათობელი ბურთი, რომელიც შენი კატის შეუცვლელი გასართობი გახდება. გარდა იმისა, რომ სათამაშო ყველაზე მოუსვენარ ფისოსაც კი დააკმაყოფილებს, მისით შენი ოთხფეხა მეგობარი აქტიურ თამაშსა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებს.
ფასი: 25 ₾ / დეტალურად ნახვა
6. საახალწლო ჯამი
ფოტო: On.ge
გულიანი გართობის შემდეგ ნოყიერი ვახშმის დროც დგება. სადღესასწაულო პერიოდში კი რამ შეიძლება შექმნას განწყობა, თუ არა ჭურჭელმა?! ჰოდა, დროა, შენს ფისოს ან ცუგას ეს ჯამი უყიდო. შობა-ახალწლის ატრიბუტებით გაფორმებული კერამიკის ჯამი შენი სახლის მორთულობასაც დაამშვენებს.
ფასი: 10,43 ₾ / დეტალურად ნახვა
7. სტომატოლოგიური ღრუბლები ზრდასრული ცუგებისთვის
ფოტო: On.ge
რადგან კვებაზე მიდგა საქმე, სტომატოლოგიურ ღრუბლებსაც გირჩევდით. ეს ზრდასრული ცუგებისთვის დამატებითი საკვებია, რომელიც მათი პირის ღრუს ჯანმრთელობისა და წონის კონტროლის შენარჩუნებისთვის შესანიშნავი საშუალებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მცენარეული პროდუქტებისგან დამზადებული სტომატოლოგიური ღრუბლები არც ხელოვნურ კონსერვანტებს შეიცავს და არც შაქრის დანამატებს.
ფასი: 13,86 ₾ / დეტალურად ნახვა
8. ჰამაკი ფისოებისთვის
ფოტო: On.ge
ფისო გამოვკვებეთ, გავართეთ და რაღაცები დავაფხაჭნინეთ კიდეც... რისი დრო დადგა? რა თქმა უნდა, დასვენების. როგორც ჩვენ გვიყვარს დაღლილ-დაქანცულს კომფორტულ ჰამაკში მოკალათება, ზუსტად ასე არიან კატებიც. ასე რომ, საჩუქრების სიის შედგენისას არაფრით გამოგრჩეს ფისოს ჰამაკი.
ფასი: 42,90 ₾ / დეტალურად ნახვა
9. კატის ტუალეტი
ფოტო: On.ge
კატის ყოლა ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა და საჭიროა, ჩვენს ბეწვიან მეგობრებს სახლში შესაბამისი საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. ამის გარანტია კატის ტუალეტი. პლასტმასისგან დამზადებული ეს ნივთი, რომელიც მდგრადია ტენიანობის მიმართ, ფისოს ჰიგიენის შენარჩუნებაში დაეხმარება, ბინას კი — უსიამოვნო სუნის აცილებაში.
ფასი: 132,90 ₾ / დეტალურად ნახვა
ბონუსი: შენი გული
დაბოლოს — ამას ალბათ ვერცერთ მაღაზიაში ვერ ნახავ, მაგრამ გახსოვდეს, რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სითბოს და სიყვარულის გაზიარებაა. დარწმუნებული იყავი, რომ ისინიც უსაზღვრო იმავე გრძნობით გიპასუხებენ.
ფასი: უფასო
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
კომენტარები