ბიოგრაფი ლივინგმა საქართველოს ბანკთან და ანაგთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ფოტო: საქართველოს ბანკი
უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ ბიოგრაფი ლივინგმა საქართველოს ბანკთან და სამშენებლო კომპანია ანაგთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას #25-ში კომპანიის პირველი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის საკენის მშენებლობას ანაგი განახორციელებს. პროექტი საქართველოს ბანკის მიერ არის დაფინანსებული და მისი მშენებლობა, რომელიც აქტიურ ფაზაშია, 2026 წელს დასრულდება.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბიოგრაფი ლივინგის პირველი მრავალფუნქციური პროექტის — საკენი მთავარი პარტნიორები წარვადგინოთ. ჩვენთვის მშენებლობის ხარისხი უპირველესი პრიორიტეტია იმისთვის, რომ მომხმარებლის ნდობა გავამართლოთ. შესაბამისად კონკურენტული შერჩევის გზით გამოვავლინეთ მშენებელი კომპანია ანაგი, რომელიც დარგში მრავალწლიანი გამოცდილებით და კარგი საქმიანი რეპუტაციით სარგებლობს.
ჩვენი პირველი პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორსაც საქართველოს ბანკი წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ საფინანსო სექტორში წამყვანი ბანკის მხარდაჭერა ჩვენი მომხმარებლის ნდობას განამტკიცებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სექტორის განვითარებას და ქმნის მყარ საფუძველს მომავალი თანამშრომლობისთვის", — განაცხადა ვასილ ფხაკაძემ, ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.
"კომპანია ანაგი 34 წელია სტაბილურად არის წარმოდგენილი ქართულ სამშენებლო სექტორში. ჩვენს პორტფელში 300-მდე წარმატებით დასრულებული პროექტი და 200-მდე დამკვეთია. კომპანია ბიოგრაფი ლივინგთან ჩვენი თანამშრომლობა პროექტ საკენის ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. აღნიშნული პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი არქიტექტურული ფორმებით და შენობის სიმაღლესთან ერთად ქმნის რთულ კონსტრუქციულ სქემას, რომელიც სამშენებლო თვალსაზრისით ერთგვარი გამოწვევაა, რომლისთვისაც ჩვენი კომპანია სრულად მზად არის", — განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა, სამშენებლო კომპანია ანაგის გენერალურმა დირექტორმა.
"საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ბიზნესი მხარდაჭერა და მისთვის საიმედო პარტნიორობის გაწევაა. სწორედ ამიტომ, გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიც ბიოგრაფი ლივინგის მასშტაბური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაა. ბანკში მუდმივად ვცდილობთ წავახალისოთ სამშენებლო სექტორი და ხელი შევუწყოთ კიდევ უფრო განვითარებაში. უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი მუდმივად მზარდია, ამის დასტურია გალტ & თაგარტის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაც, რომლის მიხედვით 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით გაცემული ნებართვებით აშენებული მრავალბინიანი
სახლების 82% უკვე გაყიდულია. ამავე კვლევის მიხედვით, პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება, ბინების 95% გაყიდულია. აღსანიშნავია, რომ კომპანია ბიოგრაფი ლივინგი ამით არ ჩერდება და მას მასშტაბური გეგმები აქვს. კომპანიის მენეჯმენტი სამომავლოდ ქალაქის რამდენიმე უბანში, მათ შორის წერეთელზე და ისანში რამდენიმე მსგავსი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ბუნებრივია, ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი ამ პროექტების განხორციელებაშიც საკუთარ წვლილს შეიტანს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად," — განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ბიოგრაფი ლივინგი ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა და მომხმარებელს ორ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს სთავაზობს. საკენი — რომელიც მდებარეობს ვაჟა ფშაველას #25-ში და მატიანი — წერეთლის გამზირი #45. პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში.
ბიოგრაფი ლივინგის მიერ შექმნილი საცხოვრებელი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს. კომპანია მომავალ წელს კიდევ არაერთი მასშტაბური, ახალი პროექტების დაანონსებას გეგმავს.
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
კომენტარები