მოწამვლა, ნარკოტიკი თუ ფანდი — რა დგას კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავრცელებული ხმების უკან
2023 წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მძიმედ არის ავად.ამის მტკიცებულებად კი მის ფიზიკურ მდგომარეობას, პერიოდულ გაუჩინარებას და პუტინის პოლიტიკურ მაქინაციებს ასახელებდნენ. კადიროვმა ჯანმრთელობის პრობლემებზე ინფორმაცია არაერთხელ უარყო, თუმცა ზოგი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ სრული სიმართლე არც კადიროვის მიერ უარყოფაა და არც გავრცელებული ხმები.
2023 წლის მარტში, ჩეჩნეთის პოლიტიკის ექსპერტები ეჭვობდნენ, რომ ისტორია მეორდებოდა. ვლადიმირ პუტინმა, მოულოდნელად, კადიროვის უფროსი შვილი, 17 წლის ახმატი მოსკოვში შეხვედრაზე მიიწვია. ყველასთვის გასაკვირად, თვითონ რამზანი შეხვედრას არ ესწრებოდა, რამაც გააძლიერა ეჭვები, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ამ ამბამდე თითქმის 20 წლის წინ, 2004 წელს, პუტინი შეხვდა რამზან კადიროვს, მას შემდეგ, რაც მისი მამა, ახმატ-ხაჯი კადიროვი მოკლეს, რუსული ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი. შეხვედრა რამზან კადიროვის პოლიტიკური აღმასვლის დასაწყისი იყო, რომლის ერთ-ერთ მახასიათებლად ყოველთვის რჩებოდა რუსეთის პრეზიდენტისადმი გამორჩეული ერთგულება.
იმ პერიოდში, როდესაც ახმატი მოსკოვში გაემგზავრა, რამზან კადიროვი არასახარბიელოდ გამოიყურებოდა. მუდმივი მტკიცების მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავი იყო, სახე ჰქონდა შესამჩნევად დასივებული და ხშირად, თვალების გახელაც უჭირდა.
ქოშინი მას ხშირად უშლის ხელს კამერების წინ ლაპარაკში, ზოგი იმასაც ვარაუდობს, რომ ხელებზე ჩანს ინტრავენური ჩხვლეტის კვალი, ეს კი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჭორებს კიდევ უფრო აძლიერებს.
თეორიები განსხვავებულია, ვრცელდებოდა ინფორმაცია კადიროვის თირკმელების მძიმე მდგომარეობის შესახებ, ასევე, გავრცელდა ხმაც, რომ ის უკვე კომაში იყო.
ამ სპეკულაციებთან ერთად, ჩნდება კითხვა — ეს ხომ არ არის რუსეთის მცდელობა, ძალაუფლება გადასცეს ახმატ კადიროვს, როგორი იქნება ჩეჩნეთი კადიროვის შემდეგ და, თუ ჭორები სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდება, რატომ მისცეს საშუალება ამ ხმების ფართოდ გავრცელებას საშუალება კრემლმა და ჩეჩნეთმა?
რა სჭირს რამზან კადიროვს?
კადიროვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა თეორია თირკმელებთან დაკავშირებულ პრობლემებს უკაბშირდება.
გერმანული გამოცემა "ბილდი" მარტში წერდა, რომ აბუ დაბის ბურჯილის საავადმყოფოს ნეფროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, იასინ იბრაჰიმ ელ-შაჰათი ჩეჩნეთში იმყოფებოდა, რადგან "კადიროვი მოსკოველ ექიმებს არ ენდობოდა".
პოლიტიკისა და უსაფრთხოების ანალიტიკოსი ჰაროლდ ჩემბერსი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაზეა ფოკუსირებული, ორ რამეში დარწმუნებულია — კადიროვი არ არის კომაში და არ არის მკვდარი. თუმცა, მისი თქმით, ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო.
"რამზანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენს თვალწინ, "ტელეგრამზე" გაუარესდა", — ამბობს ჩემბერსი.
ის აღნიშნავს, რომ თირკმელების პრობლემებთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ დაუზუსტებელი ინფორმაცია და არა მტკიცებულებები.
უკრაინის Channel 24-თან ინტევიუში დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარე აჰმედ ზაკაევი ამბობს, რომ კადიროვი თირკმელების პრობლემასთან დაკავშირებით გაერთიანებულ საამიროებში სამკურნალოდ იმყოფებოდა.
"ჩვენი ინფორმაციით, მას თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე აქვს"— თქვა ზაკაევმა.
კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ძალიან მცირეა, ყველა თეორია ჩეჩნეთის ლიდერის ფოტოებსა და ვიდეოებს ეფუძნება.
თბილისის ამერიკული ჰოსპიტალის ნეფროლოგი ირაკლი მუხაშავრია ამბობს, რომ კადიროვს შესაძლოა ჰქონდეს თირკმელების პრობლემები, თუმცა შეუძლებელია მკაფიო დიაგნოზის დასმა მხოლოდ ფოტოების საშუალებით.
სპეკულაციების ავტორები კი ამბობენ, რომ კადიროვი ან ხანგრძლივი ნარკოდამოკიდებულების შედეგებს იმკის, ან — მოწამლეს.
"ის წამლებზე დამოკიდებული გახდა"
ჩეჩნეთის ტელეგრამარხებზე ვრცელდება უამრავი ვიდეო, სადაც ხაზს უსვამენ კადიროვის გარეგნულ ცვლილებებს. ამავე თემაზე ძალიან ხშირად საუბრობს ახმედ ზაკაევიც, უმეტესად — უკრაინულ მედიასთან.
მისი მტკიცებით, კადიროვი წამლებს 15 წელზე მეტია მოიხმარს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანებამდე მიიყვანა.
"ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ ამიხსნა, რა სჭირს მას. ახლა ის დამოკიდებულია წამლებზე, არ ვიცი, კონკრეტულად რომელზე", — უთხრა ზაკაევმა UNIAN-ს თებერვალში.
ამ თეორიას იზიარებს უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვიც.
"მას აქვს ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი მოხმარების პრობლემა, რომელსაც ბოლოს ტკივილის გასაყუჩებლადაც ხმარობდა",— თქვა მან ISLND TV-სთან საუბრისას.
ჩემბერსის თქმით, კადიროვის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისთვის გასაკვირი არაფერი იქნება, თუმცა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას უკავშირდება, არ არსებობს.
"ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკითხები ბუნდოვანი რჩება და ეს ინფორმაცია სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებისგან ვრცელდებოდა", — თქვა მან.
"მოწამლული რუსეთის მიერ"
ალტერნატიული თეორიის მიხედვით, რომლის შესახებ უკრაინული მედია ხშირად წერს, კადიროვი რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა მოწამლა.
ამ თეორიის შესახებ აქტიურად საუბრობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი.
"ფაქტი, რომ კადიროვზე რუსები ნადირობენ, არის ცნობილი ბრძოლის ნაწილი, კრემლში, ჯგუფებს შორის. ამ სიტუაციაში აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ მას რუსეთში მიმდინარე პროცესებში დიდი გავლენა ჰქონდა და აქვს", — თქვა დანილოვმა სექტემბერში.
დანილოვმა ისიც თქვა, რომ კადიროვი, შესაძლოა, კომაშია, ვიდეოები კი, რომელიც პერიოდულად ვრცელდება, შესაძლოა, ძალიან ძველი იყოს.
საბჭოთა კგბ-ს ყოფილი აგენტი სერგეი ჟირნოვი, ასევე, ამბობს უკრაინულ გამოცემა UNIAN-თან, რომ კადიროვის ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა, კავშირში იყოს კგბ-ს ერთ-ერთ მემკვიდრე ორგანიზაციის, ფსბ-ს მიერ მოწამვლასთან, თუმცა შეფასებებში, შედარებით, ფრთხილი იყო.
მისი განცხადებით, ფსბ-მ კადიროვი "შესაშინებლად" მოწამლა, ან — იმის გამო, რომ შეექმნა პრობლემები კადიროვისთვის, რათა მისი ყურადღება ამაზე ყოფილიყო ფოკუსირებული და "ამბოხისთვის დრო არ ჰქონოდა".
ჟირნოვს არ ჰგონია, რომ პუტინს კადიროვის მოკვლა სულს, რადგან ჩეჩნეთის ლიდერი "ასრულებდა შეთანხმებას : ჩეჩნეთი კონტროლის ქვეშ გყავს, თუმცა იქ შეგიძლია ყველაფრის გაკეთება, რაც მოგესყრვება". ამის ნაცვლად, ყოფილი აგენტის თქმით, კადიროვი "მცირედ მოწამლეს", რათა შეჰქმნოდა თირკმელების პრობლემა, რათა ხშირად დასჭირვებოდა გემოდიალიზი, რაც მას პუტინთან დაპირისპირების საშუალებას აღარ მისცემდა.
ჟირნოვი, ასევე, ამბობს, რომ არ ჰგონია, კადიროვი ნარკოდამოკიდებული იყოს.
ჯამბულატ სულეიმანოვი, ჩეჩნეთის დიასპორის ჯგუფის "გაერთიანებული ძალა ევროპაში" ხელმძღვანელი იზიარებს აზრს, რომ კადიროვი ნამდვილად მოწამლეს, თუმცა ამბობს, რომ ეს უფრო მათ გაკეთებულს ჰგავს, ვისაც პუტინის დასუსტება სურს, ვიდრე — პუტინის ძალებისას.
"მიმდინარეობს კულუარული შიდა ბრძოლა. ამ სქემაში კადიროვი პუტინის ყველაზე სუსტი წერილია, სწორედ ამიტომ შეიძლება, მისი მოკვლა სურდეთ", — ამბობს სულეიმანოვი.
კვლევითი საკონსულტაციო ცენტრის Threatologist აღმასრულებელი დირექტორი მარკ იანგმენი მიიჩნევს, რომ ორივე თეორიას ავრცელებენ ისინი, ვის ინტერესშიც შედის კადიროვის ავად ყოფნა. მისი თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ მოარული ხმებია.
"ამ ხმების წყაროები არ არის სრულიად მიუკერძოებელი : ჩეჩნეთის ოპოზიციის არხები სოციალურ ქსელებში, ზაკაევი და უკრაინული დაზვერვა. ყველა მათგანი მიესალმებოდა კადიროვის დასასრულს", — თქვა მან.
იანგმენის თქმით, შესაძლოა, თეორიები სიმართლეც იყოს, თუმცა მტკიცებულებებით, ჯერჯერობით, არ გამყარებულა.
ის ამბობს, რომ ფრენები ჩეჩნეთიდან მოსკოვში, რუსეთის საავადმყოფოებთან გაჩერებული ჩეჩნურ ნომრიანი მანქანები, ან — შეშუპებული კადიროვის ფოტოები, არ არის ავადმყოფობის სანდო ინდიკატორი.
"ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს სერიოზული პრობლემების ინდიკატორი, ან, ასევე — სულაც არ იყოს. კადიროვი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გამოიყურებოდა ცუდად, თუმცა პოლიტიკურ სცენაზე ის ძალიან აქტიურად რჩებოდა", — თქვა იანგმენმა.
კადიროვი ცნობებს კატეგორიულად უარყოფს
როდესაც კადიროვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხმები გავრცელდა, ჩეჩნეთის ლიდერმა პოლიტიკური აქტიურობა გააორმაგა.
ახმატ კადიროვისა და პუტინის შეხვედრიდან მალევე, კადიროვი რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად კრემლში ჩავიდა. მან, ასევე, ტელეგრამის არხზე დაწერა პოსტი, სადაც მან ჭორებს უპასუხა.
"ვინც თავს ინუგეშებთ, რომ მე მძიმედ ვარ ავად, ვწუხვარ, რომ იმედი უნდა გაგიცრუოთ. მე ჯანმრთელი და ძალ-ღონით სავსე ვარ. როგორც ადრე, ახლაც მივდევ სპორტს, დავდივარ მთებში და ჩართული ვარ რესპუბლიკის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში", — თქვა კადიროვმა 15 მარტს.
"როგორც ჩანს, ამ ფანტაზიების ავტორებს ექიმი სჭირდებათ. გონებრივი პრობლემები გაქვთ, მეგობრებო, დაუკავშირდით სპეციალისტს", — აღნიშნა მან.
ჩეჩნეთის ლიდერმა მსგავსი პოსტები კიდევ დაწერა შემდეგ კვირებსა და თვეებში. გარეგნობის ცვლილების მიუხედავად, ამტკიცებდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავი იყო — ვიდეოებში ჩნდებოდა ხან სეირნობისას, ხან სპორტულად ჩაცმული, ხანაც — პოლიტიკურ შეხვედრებზე.
მარკ იანგმენი აღნიშნავს, რომ ასეთი ხმები არა მხოლოდ კადიროვის, არამედ სხვა ლიდერების შესახებაც გავრცელებულა.
"კადიროვი, ყველაფრის მიუხედავად, მოკვდავია. ის, ბოლო პერიოდის განმავლობაში, კარგ ფორმაში არ არის, ასე რომ ადვილია დასკვნის გაკეთება, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია, თუმცა გარეგნობა არ არის სანდო ინდიკატორი დიქტატორის სიცოცხლის ვადის. პუტინის შესახებ, სულ მცირე, 10 წელია ვრცელდებოდა ხმები, რომ კიბოთი კვდება, ჭორების მიხედვით, ერდოღანსაც ცალი ფეხი სამარეში ჰქონდა, თუმცა ორივე მათგანი ცოცხალია", — თქვა იანგმენმა.
ის მიიჩნევს, რომ სერიოზული მტკიცებულებების გარეშე საუბარი კადიროვის ჯანმრთელობაზე სპეკულაციურია.
ჩეჩნეთი რამზანის გარეშე
ამის მიუხედავად, მოარულმა ხმებმა ბევრი დააფიქრა, რა მოხდება ჩეჩნეთში, როდესაც კადიროვი აღარ იქნება ხელისუფლებაში. კითხვა, ხშირ შემთხვევაში, ეხება როგორც ხალხის შესაძლო რეაქციას, მრავალწლიანი წნეხის შემდეგ, ასევე — კრემლის რეაქციას პუტინის "საიმედო ჯარისკაცის" დაკარგვასთან დაკავშირებით.
იანგმენი მიიჩნევს, რომ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებით, კადიროვების დინასტიის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
"პირველ რიგში, არის სხვაობა დიქტატორის სურვილს, რომ ვიღაც სურდეს მის მემკვიდრედ დარჩეს და — მემკვიდრეობის დაგეგმილად მიღებას შორის, რომელიც პრობლემების გარეშე ხდება. კადიროვი, როგორც ჩანს, ნამდვილად ცდილობს, ეს როლი მოარგოს შვილებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვები თანახმა იქნებიან, თუ კადიროვი აღარ იქნება სცენაზე", — თქვა იანგმენმა.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ თუ თანამდებობისთვის კონკურენცია იქნება, ეს ხელისუფლების გადაცემის ხასიათისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
"კადიროვი ისევეა სისტემა, როგორც — ადამიანი. თუ მას შეცვლის ვინმე, როგორიცაა — ახმატ კადიროვი, ადამ დელიმხანოვი ან მაგომედ დაუდოვი, სისტემა გადარჩებოდა სირთულეების გარეშე, თუ ისინი საკუთარი უპირატესობის დამყარებას სწრაფად შეძლებდნენ.
მაგალითად, თუ ამ სამიდან რომელიმემ მოითხოვა უფლებამოსილება და დანარჩენი ორი (და, არანაკლებ მნიშვნელოვანია, კრემლი) მალევე განაცხადებენ, რომ მათთვის ეს განაცხადი მისაღებია, მაშინ მოკლევადიანი ცვლილება, შესაძლოა, უმნიშვნელო იყოს. თუმცა სიტუაციას, როდესაც ერთზე მეტი პრედენტენტია, შეიძლება, მოჰყვეს არასტაბილურობა და ძალადობა", — ამბობს იანგმენი.
ჩემბერსი კი ვარაუდობს, რომ რა იქნება კადიროვის შემდეგ, მხოლოდ კრემლის გადასაწყვეტი იქნება.
"პუტინისთვის ჩეჩნეთი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ მისცემს ნებას მთავრობაში არასტაბილურობა იყოს. მას აქვს არჩევანი მოქმედ ლიდერებს შორის — უფრო ნეიტრალური ბიუროკრატი, როგორიც არის მუსლიმ ხუჩიევი, ან რეალური ძალაუფლების მქონე ადამ დელიმხანოვი, ან მაგომედ დაუდოვი. თუმცა ყველა მათგანთან დაკავშირებით სხვადასხვა დილემაა. ეს იქნება არაპოპულარული აზრი, მაგრამ რეალურად, არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა რამზანი კრიტიკულ მდგომარეობაში, ან კომაში", — თქვა მან.
თუმცა, ჩემბერსი აღნიშნავს, რომ გაურკვევლობის მეტი შანსი არსებობს ჩეჩნებთან მიმართებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კადიროვის მმართველობას და არავინ იცის, ამით როგორ ისარგებლებენ ჩეჩნეთის ოპოზიცია და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები.
"გაურკვეველი რჩება, ჩეჩნები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ან სხვები, ვინც ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის სურთ ბრძოლა, როგორ დაბრუნდებიან სახლში. "იჩქერიის შვილები", პირველი დეკლარაციის შემდეგ, აღარ გამოჩენილან.
თუ, ან — როდესაც კადიროვი მოკვდება, ჩეჩნეთის ურთიერთობა მოსკოვთან აუცილებლად შეიცვლება, თუმცა არსებულ პირობებში — არცთუ ისე მნიშვნელოვნად", — თქვა ჩემბერსმა.
ის დარწმუნებულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხმებს კადიროვისთვის სარგებელი მოაქვს.
"ასეთი ხმები, რომელსაც თავადვე შეუძლია, ცეცხლზე ნავთი დაასხას მხოლოდ იმით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ გამოჩნდეს — უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ბოლოს ის გამოჩნდება, იტყვის, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და ხმების გამავრცელებლებს გაკიცხავს. ასეთი საქციელი მისთვის ჰობია და ეს, თითქმის ყოველთვის მუშაობს", — თქვა ჩემბერსმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარობერტა მეცოლამ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია რობერტა მეცოლამ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვია
-
გადახედვაპრეზიდენტი: თბილისის მეტროში "კაცები შავებში" იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან! პრეზიდენტი: თბილისის მეტროში "კაცები შავებში" იმუქრებიან და ძალადობას ავრცელებენ, მოქალაქეების დასაცავად არც პოლიცია და არც სამართალდამცავები არიან!
-
გადახედვაკაია კალასი: დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე კაია კალასი: დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე
-
გადახედვაგურამ როგავა: ფორმალურად გაგვაცნეს დოკუმენტაცია, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ 18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ გურამ როგავა: ფორმალურად გაგვაცნეს დოკუმენტაცია, გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ 18 დღე გავიდა და ჯერ არავინ გამოუკითხავთ
-
გადახედვარადიო თავისუფლება: EU-მ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დაიწყო რადიო თავისუფლება: EU-მ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დაიწყო
-
გადახედვააქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანს, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე პატიმრობა გირაოთი შეეცვალა აქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანს, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე პატიმრობა გირაოთი შეეცვალა
-
გადახედვაალეკო ელისაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს ალეკო ელისაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვაევროკავშირის საბჭომ რუსეთს სანქციების მე-15 პაკეტი დაუწესა ევროკავშირის საბჭომ რუსეთს სანქციების მე-15 პაკეტი დაუწესა
-
გადახედვანიკა გვარამიამ მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა ნიკა გვარამიამ მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა
-
გადახედვაისინი ლატვიაში არასასურველი ვიზიტორები არიან — ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ჩინოვნიკებზე ისინი ლატვიაში არასასურველი ვიზიტორები არიან — ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ჩინოვნიკებზე
-
გადახედვამარია სტენერგარდი: სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების მიმართ უხეშ ქმედებებზე მარია სტენერგარდი: სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების მიმართ უხეშ ქმედებებზე
-
გადახედვაგორდან გრილჩ-რადმანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაძაბულობა განიმუხტოს და დიალოგი განახლდეს გორდან გრილჩ-რადმანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაძაბულობა განიმუხტოს და დიალოგი განახლდეს
-
გადახედვაინგოროყვას კლინიკის დირექტორი: აქციაზე დაშავებულ 22 წლის ალექსანდრე თირქიას მხედველობის ფუნქცია დაქვეითებული აქვს, მაგრამ ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც ინგოროყვას კლინიკის დირექტორი: აქციაზე დაშავებულ 22 წლის ალექსანდრე თირქიას მხედველობის ფუნქცია დაქვეითებული აქვს, მაგრამ ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც
-
გადახედვალუკ კოფი: სავიზო შეზღუდვებს უნდა გავცდენოდით, უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც ლუკ კოფი: სავიზო შეზღუდვებს უნდა გავცდენოდით, უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც
-
გადახედვაიან ლიპავსკი: ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა იან ლიპავსკი: ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა
-
გადახედვაალექსანდრე შალენბერგი: სანქციები ნიშნავს დიალოგის და დიპლომატიის დასრულებას, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ბერკეტები ალექსანდრე შალენბერგი: სანქციები ნიშნავს დიალოგის და დიპლომატიის დასრულებას, შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ბერკეტები
-
გადახედვასაშუალოდ 1000 %-ით გაზრდილი ჯარიმები — რეპრესიები საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის საშუალოდ 1000 %-ით გაზრდილი ჯარიმები — რეპრესიები საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის
-
გადახედვაქსავიე ბატელ: აქციის მონაწილეების დასჯა, მათ მიმართ ასეთი ძალადობა მიუღებელია, უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები ქსავიე ბატელ: აქციის მონაწილეების დასჯა, მათ მიმართ ასეთი ძალადობა მიუღებელია, უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები
-
გადახედვაკახა კალაძე: დღეს საღამოს ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე კახა კალაძე: დღეს საღამოს ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე
-
გადახედვალუმინიტა ოდობესკუ: ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავაზიანოთ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს EU-ში გაწევრიანებას ლუმინიტა ოდობესკუ: ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დავაზიანოთ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს EU-ში გაწევრიანებას
-
გადახედვარიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს
კომენტარები