2022 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა კომპანია ედანამ ეთნო-ტურნე დაიწყო
ფოტო: თიბისი
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტის გამარჯვებულ კომპანია ედანას თიბისისგან ჯილდოს სახით საქართველოს 6 დიდი ქალაქში ეთნო-ტურნე გადაეცა. ედანას ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის გადაეცა. ონის რაიონში დაარსებულ სოციალურ საწარმოსა და მასში დასაქმებულ ქალებზე კომპანიის დამფუძნებელი, თიბისის ლილი მაისურაძე უამბობს:
"ჩვენი ამბავი 2015 წელს დაიწყო, როცა, მოდის დიზაინის კურსდამთავრებულმა, რაჭაში დაბრუნება და ჩემი პროფესიით მუშაობა გადავწყვიტე. მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება მინდოდა. სწორედ ამ მიზნით დავაარსე სოციალური საწარმო ედენა.
პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ტრადიციული რეწვის შენარჩუნება იყო, ჩვენს რეგიონში მალევე გავავრცელე ხმა და ხელსაქმის შესწავლის მსურველები მოვიზიდე. მათ შორის იყვნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, უფროსი თაობის ქალები, შშმ პირი და სოციალურად დაუცველი ადამიანები.
საქმიანობა ონის კუტურის სახლში, ერთ პატარა ოთახში დავიწყეთ, სადაც 12 ქალს თექაზე მუშაობასა და აბრეშუმის მოხატვას ვასწავლიდი. აქედან 4 ქალი დღემდე ჩვენს საწარმოში მუშაობს.
საწარმოს გაფართოებისა და განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობას ვიყენებდით. განსაკუთრებით გვეხმარებოდა საერთაშორისო გრანტები. ჯამში რვა საგრანტო პროექტში გავიმარჯვეთ. „ფერმერთა ასოციაციის ქალების გაძლიერების პროგრამა“ დანადგარების შეძენაში დაგვეხმარა. „გაეროს განვითრების პროექტის“ ფარგლებში საკუთარი სივრცე შევიძინეთ, გავარემონტეთ და მაღაზია გავხსენით. ამავე დროს გადავამზადეთ 45-მდე ადგილობრივი ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენს საწარმოში დარჩა, ნაწილი კი საქმიანობას დამოუკიდებლად განაგრძობს. ქალებს, რომელთაც სწავლება ჩვენთან არ გაუვლიათ, მაგრამ დამოუკიდებლად ქმნიან საინტერესო პროდუქტს, ასევე ვეხმარებით -მათ ნაწარმს ჩვენს მაღაზიაში ვყიდით.
პარალელურად ჩართულები ვართ ევროკავშირისა და USAID-ისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ძალადობაგამოვლილი და სასაზღვრო სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. გრანტების დახმარებით უკვე 70-მდე ქალი გადავამზადეთ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კიდევ 20-მდე ქალის გადამზადებას ვგეგმავთ.
“ედანა“ 5 მიმართულებით მუშაობს, ესენია: თექა, აბრეშუმზე ხატვა, ჯვრულ-ნაქარგობა, მინანქარი და ქართული სუვენირები. ვკერავთ ჩანთებსა და ქუდებს, ვამზადებთ ოთახის სადეკორაციო ნივთებს და ტანსაცმელს - ჟილეტებსა და ყაბალახებს. ვაწარმოებთ ხის სუვენირებს სპეციალური ლაზერული ჭრის აპარატით. ამ პროდუქციას ვყიდით ჩვენს მაღაზიაში და ასევე ონლაინ. წარმოდგენილი ვართ საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზე. ვმონაწილეობთ გამოფენებსა და ფესტივალებზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკაში ერთ-ერთ ქართული სუვენირების მაღაზიასთან.
შევიძინეთ რაჭული ბეღელი და გვინდა გამოვიყენოთ ჩვენს ეზოში, საწარმოსა და მაღაზიასთან ერთად, ახალი, სადეგუსტაციო სივრცისთვის, სადაც რაჭული სასუსნავები მოიყრის თავს.
2022 წელს მივიღეთ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოების პროექტში და, ჩვენდა გასაკვირად, გავიმარჯვეთ ნომინაციაში რეგიონის განვითარებისთვის. ამ ფაქტმა, პირველ რიგში, თვითშეფასება აგვიმაღლა და საკუთარ თავებში დაგვარწმუნა. გარდა ამისა, დაგვიფინანსდა ეთნო-ტურნე, რომლის ფარგლებშიც ვეწვევით საქართველოს ექვს ტურისტულ ქალაქს - თბილისს, მცხეთას, თელავს, ბათუმს, ზუგდიდსა და მესტიას, სადაც ჩავიტანთ ჩვენს პროდუქციას და ვუმასპინძლებთ გამოფენებს, დავამყარებთ ახალ კონტაქტებს და მოვიზიდავთ თანამშრომლებს.
თიბისის პროექტში გამარჯვებამ საგრძნობლად გაზარდა ჩვენი ცნობადობა, რაც აისახა რიცხვებზეც.
სამომავლოდ გვინდა ჩვენი პროდუქტი საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს, რისთვისაც აქტიურად ვეძებთ სპონსორებს."
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები