5 მიზეზი, თუ რატომ დავუმეგობრდი აუდიოწიგნებს
ფოტო: Shutterstock
ამბობენ, ყოველთვის პოულობ დროსა და ენერგიას იმისთვის, რაც გიყვარსო. მეც ეგრე მეგონა, სანამ ერთხელაც არ აღმოვაჩინე, რომ მთელი თვე ისე გასულიყო, უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებისა და კონსპექტების გარდა არც არაფერი გადამეშალა. არადა, რაც დაწყებით კლასებში ტომ სოიერის თავგადასავალი წავიკითხე, მხატვრული ლიტერატურის გარეშე ერთი კვირაც კი არ გამეტარებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენატრებოდა ის გრძნობა, რომელიც ახალი წიგნის გადაშლისას, კარგი რომანის დასრულებისას და საყვარელი წიგნის ხათრით გათენებისას მეუფლებოდა, კითხვის "მადა" დამეკარგა. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა: მხედველობის პრობლემები, დროის ნაკლებობა, გადაღლა და სხვა. მედიაში მუშაობის დაწყებამაც თავისი შედეგი გამოიღო და მხატვრული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი ჩემი საყვარელი დისტოპიური და ფენტეზის ჟანრი, ახალმა ამბებმა, სტატიებმა და კვლევებმა ჩაანაცვლა.
თუმცა ერთ დღესაც, როცა მეგონა, რომ კითხვას ძველებურად ვეღარასდროს შევიყვარებდი, პირველი აუდიოწიგნი მოვისმინე. მალევე მივხვდი, რომ როცა საყვარელ წიგნებს ვეღარ კითხულობ, სხვა ტაქტიკა უნდა მოსინჯო: მათ უნდა მოუსმინო.
დღეს ისევ აქტიური მკითხველი (თუ მსმენელი?) ვარ და ამ სტატიაში 5 მიზეზს ჩამოგითვლი, თუ რატომ დავუმეგობრდი აუდიოწიგნებს:
1. თვალები დავასვენე
ფოტო: Warner Bros. Studios,
ყველაზე ბანალური, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზით უნდა დავიწყო. წიგნების აქტიურად კითხვა უმთავრესად ჩემი სუსტი მხედველობის გამო მიჭირს. სამსახურში დღეში მინიმუმ 8 საათს ეკრანის წინ ვატარებ. სტატიების დაწერის, წაკითხვისა და რედაქტირების შემდეგ წიგნის გადაშლისა და თვალების ხელახლა გადაღლის სურვილი და ძალა ზოგჯერ აღარ მაქვს. აუდიოწიგნის წყალობით, შემიძლია წიგნების სამყაროში ისე ვიმოგზაურო, რომ ჩემი საყვარელი და ავტორის მიერ განწირული პერსონაჟების ბედმა თვალები კი არა, მხოლოდ გული მატკინოს.
2. წიგნის მოსმენის პარალელურად რუტინული საქმეების კეთებაც შემიძლია
ფოტო: Disney
საჭმლის მომზადება, ჭურჭლის დარეცხვა, წიგნების თაროს დალაგება — რაც აუდიოწიგნების მოსმენა დავიწყე, რუტინული საქმეების კეთება ნაკლებად მეზარება და კონკიას ნაცვლად თავი ბელი მგონია მზეთუნახავი და ურჩხულიდან (ურჩხულის გამოკლებით). ხანდახან დასალაგებელი სახლი მიხარია კიდეც, რადგან ეს ჩემს საყვარელ პერსონაჟებთან შეხვედრას ნიშნავს.
3. ფეხით მეტს დავდივარ
ფოტო: Focus Features
ფეხით სიარული ჩემთვის განტვირთვისა და ვარჯიშის საუკეთესო საშუალებაა და ჯანმრთელობის აპლიკაციისთვის შეპირებულ დღიურ 10 ათას ნაბიჯს მუდამ ერთგულად ვდგამ. როცა ამდენ სიარულს ტეილორ სვიფტის 10 ალბომიც კი აღარ ყოფნის ხოლმე, აუდიოწიგნი აქაც მადგება. დღეში 15-20 ათას ნაბიჯს ისე შეუმჩნევლად და საინტერესოდ გავირბენ ხოლმე, რომ შემეძლოს, სახლისკენ მიმავალ გზას საერთოდ დავივიწყებდი!
4. უცხო ენის ცოდნა გავიუმჯობესე
ფოტო: Nickelodeon
ინგლისურ ენას ყოველდღიურად მუშაობისას ვიყენებ, ფილმებსა და სერიალებსაც ინგლისურად ან სუბტიტრებით ვუყურებ და ჩემი საყვარელი არტისტებიც ამ ენაზე მღერიან. აუდიოწიგნების მოსმენაც ინგლისურად დავიწყე. ამ ეტაპზე შედარებით მარტივი ენით დაწერილ ან თინეიჯერულ წიგნებს ვუსმენ, რათა ყურადღების მოკრება არ გამიჭირდეს, თუმცა მაინც ვგრძნობ ჩემს პროგრესს: უამრავი ახალი სიტყვა და ფრაზა ვისწავლე, ბუნებრივი დიალოგების გამართვაც უკეთ გამომდის და ინგლისურ ენაზე წერაც მიმარტივდება.
5. უკეთ მძინავს
ფოტო: Sony
ამ სტატიაში მეცნიერული კვლევებით გამყარებულ არგუმენტებს არ მოგაწვდით იმის შესახებ, თუ რა სარგებლობა ან ზიანი მოაქვს ძილის წინ აუდიოწიგნების მოსმენას, თუმცა ჩემი გამოცდილება ასეთია: აუდიოწიგნი ძილისწინა მშფოთვარე ფიქრების გაქარვებაში მეხმარება. ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ჩემს საყვარელ წიგნს ვუსმენ. როგორც კი ვგრძნობ, რომ წინადადებებიდან შინაარსის გამოტანა მიჭირს, აუდიოწიგნს გამოვრთავ და რამდენიმე წუთში უკვე მშვიდად მძინავს.
+ბონუსი — პროფესიონალურად გახმოვანებული წიგნის მოსმენა ერთი დიდი სიამოვნებაა
ფოტო: Netflix
განსაკუთრებით მაშინ, როცა წიგნში თხრობა პირველ პირშია. ასე მგონია, პერსონაჟი ჩემი მეგობარია, სამზარეულოში ვსხედვართ და ყავას თვალებგაფართოებული ვსვამ, სანამ ის თავის ამბავს გულწრფელად მიყვება. ამ დროს სიუჟეტი ჩემ თვალწინ ისეთი სიცხადით ცოცხლდება, როგორიც კითხვის დროს არასდროს გამომიცდია.
აპლიკაციები
უცხოენოვანი ლიტერატურის მოსმენა იაფი სიამოვნება, სამწუხაროდ, არაა. ჩემი საყვარელი აპლიკაცია Audible-ია, რომლითაც, თვიური გადასახადის სანაცვლოდ, უამრავ წიგნზე მიმიწვდება ხელი, თუმცა განსაკუთრებულად პოპულარული ან თანამედროვე წიგნების მოსასმენად ხშირად დამატებით თანხის გადახდაცაა საჭირო. ქართულ ენაზე ჯერჯერობით არაფერი მომისმენია, თუმცა მსურველებს ამისათვის საბას აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ.
მოკლედ, ნუ მოუსმენ იმ ადამიანებს, ვინც ზემოდან დაგყურებენ და გეუბნებიან, რომ აუდიოწიგნის მოსმენა წიგნის კითხვას არ ნიშნავს. გახსოვდეს, რომ წიგნების სამყაროში მოგზაურობა დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელში გადასაშვებადაც სულერთია, მხედველობას გამოიყენებ თუ სმენას.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა

კომენტარები