ნახეთ: რომელი დინოზავრი ცხოვრობდა თქვენს სახლთან ახლოს
ახალი ვებ-გვერდით შეგიძლიათ ნახოთ რომელი დინოზავრი ცხოვრობდა თქვენს ქალაქთან ახლოს.
ჩვენამდე დედამიწაზე დინოზავრები ბატონობდნენ. ამის ფონზე, ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ თუ რა ხდებოდა მილიონობით წლის წინ იქ, სადაც ახლა თქვენი სახლია.
დიახ, ეზოში, რომელშიც ახლა თქვენ სეირნობთ მილიონობით წლის წინ შეიძლება უზარმაზარი დინოზავრი დააბიჯებდა. სწორედ ასეთი ინტერესის დასაკმაყოფილებლად შექმნეს ვებ-საიტი, რომელსაც 3D გრაფიკა აქვს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა ხდებოდა დედამიწაზე 750 მილიონი წლის წინ.
საიტს Ancient Earth ჰქვია და ის Discord-ის უფროსმა ინჟინერმა, იან ვებსტერმა შექმნა. საიტზე შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი ქალაქი და ნახოთ თუ სად იყო ის დინოზავრების პერიოდში.
მაგალითად, თუ ნიუ-იორკს მიუთითებთ და 750 მილიონი წლით უკან გაემგზავრებით, რუკა გადაგიყვანთ კრიოგენურ პერიოდში, დროში, როდესაც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, პლანეტა ძირითადად მყინვარებით იყო დაფარული.
წითელი წერტილით იქნება მითითებული ქალაქი და მისი მაშინდელი მდებარეობა. ცნობისთვის, ეს პერიოდია, როდესაც დედამიწაზე ერთი სუპერკონტინენტი როდინია არსებობდა.
ისევ ნიუ-იორკს რომ დავუბრუნდეთ, საიტზე განმარტებულია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ნამარხები მოიცავს ცარცული პერიოდის ორფეხა დინოზავრ გრალატორს. აქ ასევე შეხვდებოდით პტერანოდონს, ფრთიან ურჩხულს, რომელიც გვიან ცარცულ პერიოდთანაა დაკავშირებული.
თქვენ ასევე შეგიძლიათ იმოგზაუროთ ისეთ წარსულში, რომელშიც პირველი წყალმცენარეები და მწერები ჩნდებიან.
ვებსტერის თქმით, ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავიაზროთ სამყაროს მასშტაბები და ის, რომ ჩვენც, როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები, ამ პლანეტის სტუმრები ვართ.
კომენტარები