დავით კირკიტაძე

14 Nov. 2023, 13:31

საკუთარ სოფელში, კირბალში, კიდევ ერთი ქართველი პატრიოტი მივაბარეთ მიწას და სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ლომისის ეკლესიაში აჭედილი კარების გახსნის და ეკლესიაში შესვლის შემდეგ, დარჩება სიტყვებად, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება ქართველ ხალხს. მისი საქციელი დარჩება გმირობის საქციელად და მისი სიტყვების მეორე ნაწილი პირდაპირ, როგორც ამოძახილი ქართველი ხალხისა რუსების მიმართ იქნება მანამ, სანამ რუსები გააგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომელიც მათ ასწლეულებია აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რუსეთის სახელმწიფო ამ ფორმით, იმ მისწრაფებებით და იმ სტრატეგიით, რომელიც დღეს აქვს, ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება ჩვენს მეგობარ ქვეყანაში — უკრაინაში. ამის შემდეგ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენ მეგობრებსაც მოგვეცემა საშუალება, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და დასრულდეს იმ ბარბაროსული აქტების ჩადენა, რომელსაც რუსეთი ეწევა მისი მეზობლების მიმართ. დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის დამნაშავე როგორც თამაზ გინტურის, ასევე უამრავი ჩვენი ქვეყნის პატრიოტის მკვლელობაში და ამ მიდგომაში რუსეთთან უნდა ვიყოთ ერთიანი და ყველამ, განურჩევლად პოლიტიკური მიდგომებისა, უნდა შევეცადოთ ეს ნათელი სურათი, ეს სიმართლე მივიტანოთ ჩვენს საზოგადოებამდე, ჩვენს მეგობრებამდე და არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთს, ჩვენი განცხადებებით, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC) სტუმრობისას განაცხადა, რომ თბილისის…