შალვა პაპუაშვილი

10 Nov. 2023, 18:03

10 წელია საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა ხდება. ბოლო წლების განმავლობაში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ახლაც, 2024 წლისთვის საჯარო სექტორში 10%-იანი ზრდა იქნება და საბოლოო ჯამში, ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელფასი 30% -ით გაიზრდება. ერთი მხრივ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ხელფასების ზრდამ და მეორე მხრივ, პარლამენტის წევრების ანაზღაურების ერთ ადგილზე გაყინვამ გამოიწვია ის, რომ დღეს პარლამენტის აპარატში 48 პირია დასაქმებული, ვისაც უფრო მაღალი ხელფასი აქვს ვიდრე პარლამენტის წევრებს.

თუ გავითვალისწინებთ ხელფასის 10%-იან ზრდას მომავალი წლიდან, ამ სიას 61 ადამიანი დაემატება და 1 იანვრიდან დაახლოებით 110 ადამიანი იქნება პარლამენტის აპარატში დასაქმებული, მათ შორის, არა მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ექნება პარლამენტის წევრზე უფრო მაღალი ანაზღაურება. ეს გახლავთ პარლამენტის აპარატში დასაქმებული პირების დაახლოებით 10% და ესეც აჩვენებს, რომ არ არის ადეკვატური არსებული თანაფარდობა. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხდება ხელფასის ზრდა როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე კერძო სექტორში, პარლამენტის წევრებისთვისაც მოხდეს, ადეკვატურად, ანაზღაურების ზრდა.

— თქვა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან დღეს პარლამენტის წევრების ანაზღაურების შესახებ რეგლამენტში ცვლილებების პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  2. ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
  3. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  4. რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა
  5. სატვირთო მანქანის მძღოლს დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა და დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საგარეო უწყება – PACE-ს რეზოლუცია არ ემყარება ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ კრიტიკული…