შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

21 Nov. 2023, 14:12

ყველას გილოცავთ ევროპული კომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში დაამტკიცებს ამ რეკომენდაციას და საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ეფექტური ინტეგრაციის გზას გაუკვალავს.

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, უფრო და უფრო იზრდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.

საქართველოს პარლამენტმა უკვე ბევრი რამ გააკეთა, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად. პარლამენტი კანონის უზენაესობის გარანტორია, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის. გავაგრძელებთ კანონმდებლობაზე მუშაობას, რათა საქართველოში ბიზნესის კეთება იყოს მარტივი და ბიზნეს გარემო იყოს კორუფციისგან თავისუფალი. ჩვენ, აგრეთვე, მზად ვართ, დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს, მიიღონ მეტი წვდომა ევროპულ ბაზარზე,

— მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართულ ბიზნესს "ევროკავშირი — საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023"-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ორი…