ახალი კვლევის თანახმად, მარწყვი დემენციის განვითარებისგან გვიცავს
დემენცია დაავადებაა, რომელიც დროთა განმავლობაში კოგნიტური ფუნქციის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ კავშირში არ არის ადამიანის წონასთან, არსებობს მტკიცებულებები, რომ შეიძლება არსებობდეს კავშირი ჭარბ წონასა და დაავადების განვითარების მომატებულ რისკებს შორის.
შაქრიანი დიაბეტი, მაღალი წნევა და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები ასევე დაკავშირებულია ჭარბწონიანობასთან. ამ დარღვევებმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტვინის სისხლმომარაგებაზე და გაზარდოს სისხლძარღვთა დემენციის, ერთ-ერთი სახის დემენციის განვითარების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, არსებობს მტკიცებულება, რომ ანთება ხელს უწყობს რიგ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს.
დემენციის პრევენცია
ახალი კვლევის თანახმად, მარწყვს დემენციის პრევენციის მხრივ დადებითი ეფექტი აქვს. ეს განსაკუთრებით იმ მოზრდილებში, ვისაც ჭარბწონიანობა აწუხებს.
კვლევამ აჩვენა, რომ საშუალო ასაკის ჭარბი წონის მქონე ადამიანები, რომლებსაც დემენციის ნიშნები აღენიშნებოდათ, მაწრყვის სისტემატიური მიღების შემდეგ თავს უკეთ გრძნობდნენ. შედეგები შესამჩნევი იყო სულ რაღაც 12 კვირის შემდეგაც.
მკვლევრებმა 5 კაცი და 25 ქალი შეისწავლეს. კვლევაში მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველმა ჯგუფმა მარწყვის მიღება სისტემატიურად დაიწყო, ხოლო მეორე ჯგუფი პლაცებოს იღებდა. კვლევამ აჩვენა, რომ 12 კვირის შემდეგ ის ვინც მარწყვს იღებდა თავს უკეთ გრძნობდა. მათ მახსოვრობაც გაუუმჯობესდათ და ახალ სიტყვებსაც უკეთ იმახსოვრებდნენ.
ეს კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითების დროული ამოცნობისთვის მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ მეხსიერების დაქვეითება გვიანი ასაკის დემენციის გავრცელებული სიმპტომია. გარდა ამისა, პირებს, რომლებმაც მიიღეს მარწყვის ფხვნილი, დეპრესიის შემცირებაც აღენიშნებოდათ.
"დემენცია ზოგადი ტერმინია, რომელიც მრავალ განსხვავებულ დაავადებას მოიცავს. ჩვენთვის მისი მკურნალობა ძალიან რთულია. არც ის ვიცით თუ როდის გვექნება შესაბამისი თერაპია და აი ახლა ვხედავთ, რომ ამ მხრივ მარწყვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს", — თქვეს მკვლევრებმა.
ძველი კვლევები
მეცნიერები ტვინის ჯანმრთელობასა და მარწყვის მიღებას შორის კავშირებს დიდი ხანია იკვლევენ. მაგალითად, რაშის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა კავშირი ალცჰაიმერის განვითარების შენელებასა და პელარგონიდინის მიღებას შორის. პელარგონიდი ბიოქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად მარწყვში გვხვდება.
გარდა ამისა, გრძელვადიანმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მარწყვის რეგულარული მოხმარება კოგნიტური შესაძლებლობების განვითარებასთანაა დაკავშირებული.
ახალი კვლევა ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები