ლელო

6 Nov. 2023, 20:24

პირველ რიგში ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკოს შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს. რუსულმა ოცნებამ აღადგინა ფრენები, არ დააწესა სავიზო რეჟიმი და თავს გასულმა ოკუპანტმა გაბედა ყველაზე მძიმე რამ. მოკლა საქართველოს მოქალაქე.

ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებს, ახლა უნდა დგამდეს შემდეგ ნაბიჯებს:

1. ითხოვდეს რუსეთის მხრიდან, ყველა იმ პირის გადმოცემას საქართველოსთვის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა;

2. იყენებდეს ყველა დიპლომატიურ მექანიზმს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად და უპირობოდ დაგმოს მომხდარი და ამასთან გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული დიპლომატიური მექანიზმი, რათა გაძლიერდეს წნეხი ოკუპანტებზე, დღეს საქართველოს უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის გასათავისუფლებლად, ისევე როგორც აქამდე ტყვეობაში მყოფი 9 მოქალაქის გასათავისუფლებლად;

3. დაუყოვნებლივ მიმართოს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს, რათა სამართლებრივი შეფასება მიეცეს და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს ამ ვანდალური ფაქტის გამო.

— განცხადებას პარტია ლელო ავრცელებს. დღეს, რუსმა ჯარისკაცებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე უკანონო პატიმრობაშია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  2. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  3. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" ანკარაში NATO-ს 36-ე სამიტის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას…