ლელო

9 Mar. 2023, 12:54

ბრძოლა გრძელდება — საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა. ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა. ქართველი ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.

ამ ეტაპზე საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა და გადაურჩა ამ მახინჯი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებით მოსალოდნელ უდიდეს პოლიტიკურ ზიანს საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ცხადად დაინახა რომ საქართველო, ქართველი ხალხი, მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი მცდელობისა, მაინც მიაღწევს საწადელს და გახდება ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი.

ხელისუფლებამ რუსული კანონპროექტის ძალისმიერი მეთოდებით, ტყუილითა და აუხსნელი სისწრაფით გატანის მცდელობით საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მშვიდობიანი მომიტინგეების დაუნდობელი დარბევით კი ცეცხლზე ნავთი დაასხა და ახალგაზრდებს მწვავე ქმედებებისკენ უბიძგა.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პროტესტის მონაწილე; გამოძიებული და დასჯილი იყოს მიტინგის დარბევისას ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები და პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იურიდიულად გაფორმდეს რუსული კანონის უკან გაწვევა.

ბრძოლა გრძელდება პატარ-პატარა თუ დიდი გამარჯვებებით, არჩევნების გზით ამ საოკუპაციო რეჟიმისგან საბოლოოდ გათავისუფლებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთიანობა. შესაბამისად, ლელო გააგრძელებს ბრძოლას ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გასაძლიერებლად ქვეყნის მიმტაცებლების წინააღმდეგ.

ვფიქრობთ, რომ უკანასკნელი დღეების მოვლენებმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა, თუ გვსურს ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში.

განცხადებას ლელო სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მზარდი საზოგადოებრივი პროტესტის, დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემდეგ, ქართული ოცნება ამბობს, რომ რუსულ კანონს გაიწვევს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…