წისქვილის თეატრისა და Ria bid-ის პარტნიორობით, შოუსა და ვახშმის თანხლებით პირველი არტ აუქციონი გაიმართება
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
წისქვილი ჯგუფის თეატრისა და რია ქებურიას სახელოვნებო სივრცე Ria Bid-ის კოლაბორაციის შედეგად, პირველი ლაივაუქციონი გაიმართება, რომელსაც სრულიად განსხვავებული ფორმატი ექნება.
მულტიფუნქციურ სივრცე თეატრში ღონისძიება 28 ოქტომბერს შედგება და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა გამორჩეული თანამედროვე მხატვრების ფერწერული ნამუშევრები შეიძინონ. აუქციონში მონაწილე მხატვრები არიან: ტატო ახალკაციშვილი, მაკა ბატიაშვილი, თუთუ კილაძე, სოფო მამალაძე, თენგიზ სეფიაშვილი (სეფო), მაკო ლომაძე, გელა მიქავა, ლუკა ჯიქია, ნატალია ლაშხი და SALOMEYA BAUER.
აუქციონთან ერთად თეატრის სტუმრებს მრავალფეროვანი და სანახაობრივი შოუპროგრამა ელოდებათ. ასევე, განსაკუთრებული იქნება მენიუ, რომელიც ბრენდ შეფმა სპეციალურად კაბარეს დღეებისთვის შექმნა.
დამსწრე საზოგადოება იხილავს ისეთ საცეკვაო ნომრებს, როგორებიცაა დადგა ეს დღე და არტისტი მიუზიკლიდან Nine, „ტანგო“ მიუზიკლიდან Moulin Rouge. ასევე, სტუმრებს წარუდგენენ ფრანგული, ესპანური, ინდური ცეკვის გამორჩეულ ნიმუშებს. საღამოს ელენე კალანდაძე და ნიკა ლომიძე გაუძღვებიან.
რია ქებურიას ფონდის მიზანი ქართული ხელოვნებისა და არტისტების ხელშეწყობა, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით მათი ნამუშევრების პოპულარიზაციაა. ფონდი 2018 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. მათ შორის ერთ-ერთია ონლაინ აუქციონი Ria Bid, რომელიც ოცამდე ქართველ ხელოვანს აერთიანებს და ორიენტირებულია ქართული ხელოვნების ყიდვა-გაყიდვაზე.
"მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად, ონლაინ აუქციონი გადაინაცვლებს საჯარო სივრცეში, კერძოდ, წისქვილის „თეატრში“ და სტუმრებს საშუალება მიეცემათ, მათთვის სასურველი ნამუშევარი ადგილზე შეიძინონ", — ამბობს რია ქებურია, Ria Bid-ის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ წისქვილი ჯგუფის თეატრი პირველია, რომელმაც სივრცე მსგავსი ტიპის ღონისძიებას დაუთმო.
"მოგეხსენებათ, რომ უცხოეთში აუქციონის კულტურა საკმაოდ პოპულარულია, ხშირად ეწყობა მსგავსი ღონისძიებები, სადაც თანამედროვე ხელოვნების მოყვარულები იკრიბებიან და სიახლეებს ეცნობიან. საქართველოში ეს მიმართულება ახლა იკიდებს ფეხს. ძალიან გვიხარია, რომ წისქვილის თეატრი ამ მიმართულებით პირველია და სწორედ ჩვენ ვუმასპინძლებთ თანამედროვე არტისტების ნამუშევრებს ჩვენს სივრცეში. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ თეატრში მუდმივად მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა ყველა შოუზე — საგამოფენო კედლებზე წარმოდგენილია პოპ აპი, რომლის შეძენაც ადგილზე შეუძლიათ ჩვენს სტუმარს“, — გვითხრა პროექტის მენეჯერმა, მარიამ საღლიანმა.
გაითვალისწინეთ, აუქციონზე დასწრება უფასოა და მხოლოდ მაგიდის წინასწარ დაჯავშნა დაგჭირდებათ, რისთვისაც უნდა დარეკოთ ნომერზე: 032 2 88 88 80, 577 000 888.
მის: ბელიაშვილის #99 , Dress code: Casual Classic
დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები