Dgiurad.ge – საუკეთესო უბნები თბილისში საცხოვრებლად
ფოტო: Dgiurad.ge
თბილისი საუკუნეებია უნიკალური კულტურის, პეიზაჟებისა ტრადიციების მიქსად ყალიბდება. მაშინაც კი, როცა მრავალფეროვნება არც ისე წახალისებული იყო, თბილისის სხვადასხვა უბანში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, იეზიდები, არაბები, ებრაელები და სხვა. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა საბოლოოდ ის მრავალფეროვნება, რაც თბილისს უკავშირდება. კაცმა რომ თქვას, სამყაროში უამრავი დიდებული ქალაქია მდიდრული, შესანიშნავი არქიტექტურითა და ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხით, თუმცა ცოტა მათგანს თუ აქვს იმდენად გამოხატული ხასიათი, როგორიც ამ ქალაქს.
წლების განმავლობაში თბილისი პოპულარულ ადგილად იქცა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ექსპატებისთვის. თუ ამ მომხიბვლელ ქალაქში დარჩენას განიხილავთ და გსურთ საცხოვრებელი ბინა დღიურად ან რამდენიმე თვით, იცოდეთ, რომ ქალაქის ყველა უბანს გამორჩეული ხასიათი და კულტურა აქვს. ამ სტატიაში სწორედ ამაზე მოგიყვებით.
დავიწყოთ ჩვენი სიამაყით, ძველი თბილისით:
მათთვის, ვისთვისაც ისტორიული ნაგებობების აღმოჩენა საინტერესოა, ძველი თბილისი ნამდვილად შესანიშნავი ადგილია. წარმოიდგინე, ხარ ტურისტი და შენი ბინა ქალაქის ისტორიულ ნაწილშია, ქვაფენილიან, ვიწრო ქუჩაზე და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდები უძველეს ეკლესიებს და ნაგებობებს. გამოდიხარ შენს ხის ფერად აივანზე და შენს წინ იშლება ძველი თბილისის აბანოები და თავადაც იმ ისტორიის ნაწილი ხდები. ძველი თბილისის დღიური ბინები არც თუ ისე იშვიათია და ეს საუკეთესო გზაა ქალაქის სრულად შესაგრძნობად.
ბინები დღიურად სოლოლაკში:
ფერდობზე გაშლილი ეს უბანი ცნობილია თავისი მხატვრული ატმოსფეროთი, კოლორიტული სახეებით და ურთიერთობებით. იტალიური ეზოები ურთიერთობებს კიდევ უფრო აახლოებს და შენი ბინა დღიურად ნამდვილი თავგადასავლის ადგილი ხდება, თუ ღია ხარ ახალი ხალხის, განსხვავებული ადამიანების გასაცნობად. იტალიური ეზოების ესთეტიკა ზუსტად არის წარმოდგენილი ერთ ქართულ ფილმში — მზე შემოდგომისა, სადაც ქალაქის ცენტრში, კარგ ადგილას მცხოვრები ქალი ბინას ცვლის ქალაქის ძველი უბნის იტალიურ ეზოში, სადაც, ცოცხალი თევზი დაგჭირდება? მეთევზე შენი მეზობელია. აბანოში ურიგოდ შესვლა გინდა? მექისეც შენი მეზობელია. ბარგის გადაზიდვა გინდა? მუშები საძებნელი არ გაგიხდება..
ბინები თბილისში, კერძოდ კი სოლოლაკში, ამ ერთიანობის და თბილისური ურთიერთობების განწყობას დღემდე ატარებენ.
ბინები დღიურად აბანოთუბანში:
აბანოთუბანი მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. იგი ცნობილია თავისი ისტორიული გოგირდის აბანოებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ფუნქციონირებს. რაიონი ასხივებს უძველეს და მისტიურ ატმოსფეროს, თავისი ქვაფენილიანი ქუჩებით, ფერადი ხის აივნებითა და არქიტექტურით.
აბანოთუბანი ცნობილია თავისი ბუტიკური და საოჯახო სასტუმროებით, თუმცა თუ აქვე შეგიძლია რთულად, მაგრამ მაინც იპოვო ბინები დღიურად. დიდია ალბათობა იმისა, რომ ისტორიულ შენობაში მოგიწევს ცხოვრება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ქალაქის მდიდარ ისტორიასა და მომხიბვლელობაში ჩაიძირები. მაცდური შემოთავაზებაა არა?! ბინები აბანოთუბანში ნამდვილად ამ ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.
დღიურად ბინები ავლაბარში:
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ყველაფერი, რაც თბილისის მულტიკულტურულობაზე გსმენია, შენს თვალწინ გაცოცხლდება. ავლაბარი გამოირჩევა თანამედროვე აპარტამენტებით მდინარისა და ქალაქის განსაცვიფრებელი ხედებით. ავლაბარში ასევე არის მნიშვნელოვანი კულტურული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის თბილისის სამების საკათედრო ტაძარი, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი.
ავლაბარი ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილია, რომელიც იმ გამორჩეულ უბნებს შორის არის, სადაც თბილისის მულტიკულტურულობა მთელი სიცხადით იგრძნობა. ბინები დღიურად ავლაბარში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად სიძველეების მთელი კასკადისა, თუ გადაწყვეტ, რომ შენი ბინა დღიურად ავლაბარში უნდა იყოს, აქ მრავალ თანამედროვე სახლს აღმოაჩენ.
თუ მოგზაურობისას ბინა დღიურად ძველ, ისტორიულ უბანში დაიდე, ეს საშუალებას მოგცემს, შეიგრძნო ქალაქის ავთენტური სილამაზე, იქაური ქუდი დაიხურო, იქაურ აივნებზე გადაიხედო, იქაურ ვიწრო ქუჩებში გაიარო ან იქაურ აბანოებს ესტუმრო. ეს კი, ალბათ, საუკეთესო გამოცდილებაა მოგზაურისთვის, რომელიც აქ კულტურისა და გარემოს ინტერესმა მოიყვანა. ამიტომას ბინები დღიურად დიდი რუდუნებითა და ყურადღებით უნდა შეარჩიო. განსაზღვრო, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, რას ანიჭებ უპირატესობას, სიძველეებთან სიახლოვეს, თუ კომფორტს?! იქნებ სულაც არ მოგზაურობ და ქალაქში შეხვედრებით დატვირთული დღეები გელოდება. ნებისმიერ შემთხვევაში, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს შენი ვიზიტი თბილისში ბინები დღიურად სანდო, კომფორტულ საიტზე უნდა შეარჩიო, ასეთი კი Dgiurad.ge-ა.
ფოტო: Dgiurad.ge
ისევ თბილისის უბნებს და აქ ცხოვრებას რომ დავუბრუნდეთ. არსებობს მოგზაურობის ისეთი სახეები და ადამიანების ისეთი ნაწილი, რომელთაც ისტორიული, ცოტა ნაფთალინის სუნშეპარული გარემო სულაც არ ხიბლავთ. ასეთი მოგზაურები დღიურ ბინას სულ სხვა, თანამედროვე უბნებში ეძებენ, სადაც მეტი სიჭრელე და დინამიკურობაა. ბინები დღიურად აქ უფრო მარტივი საპოვნელია, რადგან, აქაურებისთვის ბინების გაქირავება ზოგჯერ დამატებითი შემოსავლის წყარო, ან ბიზნესია. როგორც წესი, ასეთ უბნებში თავმოყრილია ოფისები, მოლები, ყველაფერი რაც ცხოვრებისთვის გჭირდება, რაც, ბუნებრივია, მათ პოპულარობას განაპირობებს.
ბინები დღიურად ვაკეში:
ვაკე ხშირად ითვლება თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უბნად. ალბათ, ვაკის პრესტიჟულობას სიმწვანის, პარკებისა და ბარ-რესტორნების სიმრავლე განაპირობებს. ბინები დღიურად, რომლებიც ვაკეში მდებარეობს შეიძლება იყოს თანამედროვე და კლასიკური დიზაინის შერწყმა. ბინა შეიძლება გამოირჩეოდეს მაღალი ჭერით, მშვენი ვიტრაჟებითა და ხედებით გამოირჩევა. ეს შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს მშვიდ, მაგრამ ხელსაყრელ ადგილს ცხოვრებისთვის. ვისთვისაც დილას ვაკის პარკში სეირნობის შემდეგ, ვაკის რომელიმე მშვენიერ ქუჩაზე გემრიელი ყავის დალევა სურს და შემდეგ სამსახურში ან საქმეზე წასვლა, ბინები დღიურად ვაკეში იდეალურია.
ბინები დღიურად საბურთალოზე:
მეორე უბანი, რომელიც ნაკლებად ისტორიულია, მაგრამ თქვენი კომფორტული ცხოვრებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს, საბურთალოა. ბინები დღიურად საბურთალოზე გამოირჩევა კომფორტულობით, ცოტა ხმაურითა და მუდმივი დატვირთულობით. სამაგიეროდ, შენი ბინის ახლომახლოს არის სკოლა, ბაღი, უნივერსიტეტი, სავაჭრო ცენტრი, შეიძლება შენი ოფისიც ან შეხვედრებისთვის საჭირო სივრცე. ბინები დღიურად საბურთალოზე კიდევ იმიტომ არის მიმზიდველი, რომ რამდენიმე წუთის სავალზე ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი რეკრეაციული ზონა, ლისის ტბაა, სადაც დატვირთული დღის შემდეგ შეგიძლია განიტვირთო ან უბრალოდ მთელი დღე გაატარო, ველოსიპედით ისეირნო, ჰაერზე ყავა დალია და ა.შ.. აქ დღიური ბინები ძალიან პოპულარულია არჩევანიც დიდია ნებისმიერი ბიუჯეტისა და სურვილებისთვის.
ბინები დღიურად დიდუბეში:
დიდუბე მრავალფეროვანი და დინამიკური უბანია. აქ მრავლადაა საცხოვრებელი და კომერციული ფართები. ბინები დღიურად დიდუბეში გვთავაზობენ მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 3 მეტროსთან სიახლოვეს, ბიუჯეტური მოგზაურობისას, თუ ბიუჯეტური საქმიანი ვიზიტების დროს, დიდუბე თავის სტუმრებს სრულყოფილ კომფორტთან ერთად კონკურენტულ ფასებსაც სთავაზობს.
იმის გარდა, რომ დიდუბე ერთგვარი ტრანსპორტის ჰაბია, აქ არის რამდენიმე ბაზარი და სავაჭრო ცენტრი, რაც მას მშვენიერ კომერციულ ზონად აქცევს. დიდუბის ბაზარი არის ცნობილი ადგილი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ახალი პროდუქტები, ტანსაცმელი, ელექტრონიკა და სხვა.
ურბანული ხასიათი და მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირები აქცევს დიდუბეს საინტერესო ადგილად მათთვის, ვისაც სურს განიცადოს თბილისის უფრო კოსმოპოლიტური მხარე. მიუხედავად იმისა, ვინ ხართ, სტუდენტი, მოგზაური ან ვინმე, ვინც ეძებს ხელმისაწვდომ საცხოვრებელ ვარიანტებს, დიდუბეს თქვენთვის ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია, მათ შორის ბინები დღიურად საკმაოდ პოპულარულია ამ უბანში.
ბინები დღიურად თბილისში ხშირად ქირავდება. მთავარია, ჩამოყალიბდეთ სურვილებსა და პრიორიტეტებში. თითოეულ რაიონს თუ უბანს აქვს თავისი უნიკალური ხიბლი და უპირატესობები, რომლებიც მისაღებია სხვადასხვა ცხოვრების წესის ადამიანისთვის. რაც მნიშვნელოვანია და უკვე აღვნიშნეთ კიდეც, თბილისის გამორჩეულობა სწორედ იმაშია, რომ ვინც არ უნდა იყო, აქ ადგილი ყველასთვისაა.
თბილისური ბინები დღიურად გამოირჩევიან მრავალფეროვნებით, ალბათ, სხვანაირად ვერც იქნებოდა. ჩვენ თუ გვკითხავთ, მსოფლიოს არც ერთ დედაქალაქში ასეთ განსხვავებულობას ვერ შეხვდები. თუ სიძველეების მოყვარული ხარ შეგიძლია იქირაო ბინა სოლოლაკში, აბანოთუბანში, ძველი თბილისის ნებისმიერ ნაწილში და ჩაიძირო საუკუნოვან ისტორიაში. თუ ქალაქს კონკრეტული მიზნით სტუმრობ და ნაკლებად გაქვს დრო სხვა რამეებზე კონცენტრირდე, შენს ადგილს აუცილებლად იპოვი, ბინები დღიურად მრავლადაა ისეთ უბნებში, როგორებიცაა ვაკე, საბურთალო, დიდუბე ან სხვა.
შეარჩიე შენი ბინა დღიურად Dgiurad.ge-ზე და ისიამოვნე შენი მცირეხნიანი ვიზიტით საქართველოს მშვენიერ, ხასიათიან, დინამიურ დედაქალაქში.
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
-
სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა სუს: პირი, გეკა გელაძის და ცოტნე ივანიშვილის სახელით, ბრალდებულების ოჯახებს პატიმრების გათავისუფლებას ჰპირდებოდა და მათ ₾11 300 გამოსძალა
გადახედვა
-
Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს Tesla ჰუმანოიდი რობოტის, Optimus-ის წარმოებას წელს იწყებს
გადახედვა
-
EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია EU-მა რუსული "ინტერ რაო" დაასანქცირა, რომელიც ქართულ ენერგოკომპანიების არაპირდაპირი მფლობელია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ? მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა ელენე ხოშტარია: უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა
გადახედვა
-
MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება MMA-ის მებრძოლმა მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზანიც "ქართული ღირებულებების" დაცვა იქნება
გადახედვა
-
გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი გუტერეში: თუ AI უკეთესი მომავლის შექმნას გვპირდება, დაუფარავად უნდა გვითხრან, რად გვიჯდება ეს ყველაფერი
გადახედვა
-
თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა თინათინ ბერძენიშვილი საზმაუს გენდირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ერთადერთი მონაწილეა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს მეცნიერებმა ფუტკრების ტვინში სამუშაო როლების გამანაწილებელი გადამრთველი იპოვეს
გადახედვა
-
ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა — ერთმა მგზავრმა კიდური დაკარგა
გადახედვა
-
"ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით "ყველაფერი ან არაფერი" — მახე, რომელშიც დიეტის დროს ვებმებით
კომენტარები