არქეოლოგებმა გიგანტური ზავროპოდი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. დინოზავრი დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე ბინადრობდა და ეს დაახლოებით 122 მილიონი წლის წინ.

მას Garumbatitan morellensis უწოდეს. ნარჩენები დანალექ ფენებში, სანტ ანტონი დე ლა ვესპას ნამარხების ადგილას აღმოაჩინეს. ეს ქალაქ მორელას მახლობლად მდებარეობს.

ფოტო: GBE-UNED

ახლად აღმოჩენილი სახეობა ზავროპოდების ოჯახის წევრია, მათ შორისაა ოთხფეხა მცენარეჭამია დინოზავრები გრძელი კისრით.

ლისაბონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგებმა სულ მცირე ოთხი დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელთაგან სამი იდენტიფიცირებულია ახლად აღმოჩენილ სახეობად.

"ერთ-ერთი განსაკუთრებულად დიდი თავის ზომით გამოირჩევა. ასევე საინტერესოა ბარძაყის ძვალი, რომლის სიგრძეც ორ მეტრს აღწევს. ამასთან, აღმოვაჩინეთ ორი თითქმის სრულად შემონახული ფეხი, რაც ნამდვილად იშვიათი შემთხვევაა", — თქვა პედრო მოჩომ, არქეოლოგმა და კვლევის ავტორმა.

კვლევა Zoological Journal-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.