ირაკლი ღარიბაშვილი

28 Sep. 2023, 15:08

რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს ევროპაში, მე ვფიქრობ, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია. თქვენ თუ გაიხსენებთ, შარშან და უფრო მანამდეც, არცერთი შემთხვევა არ არსებობს, როცა ჩვენ მას უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე. უფრო მეტიც, მე მას ყოველთვის მხარს ვუჭერდი და არასოდეს შემიზღუდავს მისი გადაადგილება. მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. ამის შემდეგ, ბუნებრივია ის მინიმალური ნდობა ჩვენს შორის რაც შენარჩუნებული იყო, ისიც დაიკარგა. მე უბრალოდ ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს და ამაში თანამონაწილე ვერ ვიქნებოდი. არვიცი, რომელიმე ქვეყანაში თუ ჩავიდოდა ჩვენი მანდატით, ჩვენგან ნებადართული, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად ბუნდოვანი იქნებოდა და მიუღებელი. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი. 

ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს ევროპის ქალაქებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მხარდასაჭერად. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი მოდელების წვრთნა დროებით შეაჩერა. კომპანიაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,…