რა ხდება NFT-ზე და არის თუ არა ეს დასასრული?
DappGambl-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, NFT-ების 95 პროცენტი უბრლოდ უსარგებლოა.
NFT-ები განსაკუთრებით მოთხოვნადი 2021-2022 წლებში იყო. მაშინ ბევრი მას ციფრული ხელოვნების მომავალსაც ეძახდა. NFT განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტვიტერის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ თავისი პირველი ტვიტი დაახლოებით 3 მილიონ დოლარად გაყიდა.
2021 წლის აგვისტოში, NFT-ებმა ვაჭრობის რეკორდულ მაჩვენებელს, 2,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა, როდესაც პანდემია დასრულდა, მასთან ერთად NFT-ის ბუმმაც იკლო.
უსარგებლო აქტივები
მიმომხილველების ანალიზის მიხედვით, 69 795-ზე მეტ კოლექციას ფაქტობრივად ღირებულება არ გააჩნია. ამ NFT-ებს მსოფლიოში დაახლოებით 23 მილიონი ადამიანი ფლობს. ეს ინვესტიციები ორი წლის წინ მნიშვნელოვანი იყო ახლა კი უსარგებლოა.
რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ NFT-ებს: CoinMarketMap-მა 8 850, ერთ დროს ყველაზე მოთხოვნადი NFT შეისწავლა. მათგან 41 პროცენტის ფასი ახლა თითქმის ნოლია. 41 პროცენტი 5-დან 100 დოლარამდეა შეფასებული და მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლები ფასდება 6 000 დოლარზე მეტად.
NFT-ის დასასრული?
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ NFT-ებზე მოთხოვნა გაიზარდა და შემცირდა კრიპტოვალუტების პოპულარობის პროპორციულად. და მაინც, ის ტექნოლოგია, რომელიც NFT-ის ქმნის უნიკალურია. ჩნდება შეკითხვა, რატომ მოხდა NFT-ების გაუფასურება? და არის კი ეს დასასრული?
მაგალითად, MacContract Ethereum-ზე ატვირთული NFT-ების საერთო ფასი 13 მილიონი დოლარია, მაგრამ ნავაჭრი 18 დოლარია. ეს მკვეთრი შეუსაბამობა ბევრ რამეზე მეტყველებს.
გარდა ამისა, კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ებიც ნახშირბადის ემისიებით გამოირჩევა. NFT მაინინგმა 27 მილიონ კვტ/სთ-ზე მეტი ენერგია მოიხმარა. ეს 2000-ზე მეტი სახლის წლიური ემისიების ტოლფასია.
თუმცა, DappGambl-ის ანალიზის მიხედვით, ეს მაინც არ არის დასასრული. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ NFT ტექნოლოგია თავის ადგილს ისეთ სფეროებში იპოვნის, როგორებიცაა გეიმინგი, სხვადასხვა ციფრული აქტივები, უძრავი ქონების ტოკენიზაცია და სხვა.
კომენტარები