სალომე ზურაბიშვილი

20 Sep. 2023, 17:13

მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა. ეს პრინციპი ამიტომაც არის დაცული კონსტიტუციის მუხლით. ამდენად მე, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, ვფიქრობ, რომ ჩემი მოვალეობაა, რომ დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა. 

სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი, თუ ერთ დონეზე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დაემორჩილა ამდაგვარ მუქარას ეროვნული ბანკის მიმართ და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელ ნაბიჯად, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს და უღირს საქციელად. 

ეს იყო ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, საბჭოს ყველა წევრის, ვიცეპრეზიდენტების როგორც ჩვეულებრივი წევრების გვერდით ავლით, არც კონსულტაცია არ ჩატარებულა, არც მათი წინასწარ გაფრთხილება, ინფორმირება. ამას ადასტურებს დღევანდელი გადადგომების მთელი რიგი. უკვე 3 ვიცეპრეზიდენტი გადადგა და 1 პრეზიდენტის მრჩეველი. ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი მიადგა სებ-ს და მაშასადამე ქვეყანას. 

სწორედ მათ მიაყენეს ზიანი ქვეყანას, ვისაც ევალებოდა ეზრუნათ ბანკის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე და მის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ამან თავისი გავლენა იქონია ასევე საზოგადოების განწყობაზე. 

მე მინდა მივმართო საზოგადოებას, რათა ამ უღირს ქცევებს და ამ ქცევების მიუხედავად არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციები, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა. რეალურად არსებობს გამოსავალი რიგი ნაბიჯების, რაც უნდა იყოს გადადგმული, ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად. 

პირდაპირ ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატია, ქალბატონი ნათია თურნავა. მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც დღეს უნდა შემდგარიყო, მე მას პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს ჩემი შემდგომი ნაბიჯები. 

და პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირდაპირ ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს. დროა, ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება პირველი ამ საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. 

ეს შესაძლებელია მიუხედავად იმ 3 ვიცეპრეზიდენტის გადადგომისა, რადგან კიდევ 2 თვის მანძილზე აქვთ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. ანუ საბჭო სრულიად ფუნქციონირებს და შეუძლია მიიღოს ყველანაირი გადაწყვეტილება. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?

ბევრი ადამიანი დილას ჩაით ან ყავით იწყებს და დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯანსაც კი სვამს. იმაზე ხშირად მსჯელობენ,…