მეცნიერები ქმნიან ჭკვიან ლინზას, რომელიც ენერგიას ადამიანის ცრემლისგან მიიღებს
ასეთ კონტაქტურ ლინზას რევოლუციის მოხდენა შეუძლია
სინგაპურში მკვლევრებმა პატარა ბატარეა შექმნეს, რომელიც ენერგიას ადამიანის ცრემლისგან იღებს. ეს ყველაფერი ჭკვიანი კონტაქტური ლინზის ენერგიით გამოსაკვებად.
ჭკვიანი კონტაქტური ლინზა მულტიფუნქციური უნდა იყოს. მისი საშუალებით ვნახავთ შეტყობინებებს, გავაანალიზებთ მონაცემებს და გვექნება წვდომა ციფრულ სამყაროსთან — და ეს ყველანაირი ჭკვიანი სათვალის გარეშე.
თუმცა, ამ პაწაწინა კონტაქტური ლინზების ენერგიით გამოკვება ძალიან რთულია. მიუხედავად ტექნოლოგიების ზომაში შემცირებისა, ბატარეების მხრივ ეს უფრო დიდი პრობლემაა. ხშირად ასეთ დროს არაპრაქტიკული მავთულებია საჭირო.
"ჩვენ დავსვით შეკითხვა — შეგვეძლო თუ არა კონტაქტური ლინზების ბატარეების ცრემლებით დატენვა", — თქვა ლი სეოკ ვუმ, სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (NTU) ასოცირებულმა პროფესორმა.
შეუძლიათ
ახალი ბატარეა ელექტროენერგიის მისაღებად მხოლოდ გლუკოზასა და წყალს იყენებს. ორივე უსაფრთხოა, როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოსთვის.
მოწყობილობა, რომელიც ერთ მილიმეტრზე თხელია, აგებულია ბიოთავსებადი მასალების გამოყენებით და შეიცავს გლუკოზაზე დაფუძნებულ ფენას. ამ ფენას რეაგირება შეუძლია მოახდინოს ნატრიუმისა და ქლორიდის იონებთან.
ეს ორი ელემენტი ადამიანის ცრემლებში გვხვდება, რაც ნიშნავს, რომ ბატარეის ენერგიით მომარაგება ასეც შეგვიძლია.
ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელმაც იმიტირებული თვალი მოიცვა, ბატარეამ საკმარისი ელექტროენერგია გამოიმუშავა.
ტექნოლოგიას ჯერ კიდევ დახვეწა სჭირდება, თუმცა მკველვრები კონტაქტური ლინზების კომპანიებთან თანამშრომლობას უკვე იწყებენ. მათ სურთ პროდუქტი ბაზარზე რაც შეიძლება მალე გამოიტანონ.
კომენტარები