შეიმუშავეს სისტემა, რომელიც ნისლს სუფთა წყლად გარდაქმნის
ციურიხის ETH-ის მკვლევრებმა შეიმუშავეს სისტემა, რომელიც ატმოსფეროში ნისლს იჭერს და ასუფთავებს. ეს მზის ენერგიის გამოყენებით ხდება.
ლითონის მავთულის ბადე, რომელიც მზის სინათლის რეაქტიულ საფარს მოიცავს ნისლ იჭერს. ამის შემდეგ, წყლის წვეთები კონტეინერში ჩაედინება. ბადე დაფარულია სპეციალურად შერჩეული პოლიმერებისა და ტიტანის დიოქსიდის ნარევით, რომელიც მოქმედებს როგორც ქიმიური კატალიზატორი. შედეგად, დამაბინძურებელი ნაწილაკები იფილტრება.
"ჩვენი სისტემა არა მხოლოდ ნისლს აგროვებს, არამედ ამუშავებს მოპოვებულ წყალს. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენება დაბინძურებული ატმოსფეროს შემთხვევაშიც შეიძლება, როგორიცაა მჭიდროდ დასახლებული ურბანული ცენტრები", — თქვა რიტვიკ გოშმა, ნაშრომის თანაავტორმა და მაქს პლანკის მეცნიერმა.
სუფთა წყლის შეგროვება ნისლიდან
სისტემა ენერგოეფექტურია, რადგან მას მოვლა თითქმის არ სჭირდება. კატალიზატორის რეგენერაციისთვის საჭიროა ძალიან მცირე ენერგია.
"მზის შუქი ნახევარი საათის განმავლობაში და ტიტანის დიოქსიდი 24 საათის განმავლობაში აქტიურია", — ამბობენ მკვლევარები პრესრელიზში.
ეს მახასიათებელი მნიშვნელოვანია იმ ადგილისთვის, რომელიც არ იღებს საკმარის მზის შუქს.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნურ გარემოში ჩატარდა.
პრესრელიზის თანახმად, მკვლევრებმა წყალი ხელოვნურად შექმნილი ლაბორატორიული ნისლიდან მოიპოვეს და დაშალეს ორგანული ნაერთების 94 პროცენტი, როგორიცაა დიზელის წვეთები და ბისფენოლი A.
მკვლევრებს სურთ წყლის დეფიციტის გლობალური გამოწვევის მოგვარება. ამ უახლესმა სისტემამ შეიძლება წყლის მოპოვების სისტემები განავითაროს.
კვლევა Nature Sustainability-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები