Petronas-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთი წელი გაყიდვების მზარდი მაჩვენებლით აღნიშნა
200 ტონამდე რეალიზაცია — საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელმა, პრემიუმ ხარისხის ბრენდმა Petronas-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთი წელი გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით აღნიშნა. მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან თეგეტა მოტორსია. Petronas მათ პორტფელში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია.
ირაკლი ლავრინსკი, თეგეტას იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: "როგორც იცით, თეგეტა მოტორსი პრემიუმ ხარისხის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Petronas მათ რიგებს ზუსტად ერთი წლის წინათ შეუერთდა და მნიშვნელოვანი წილი დაიკავა ბაზარზე. მასზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება. 200 ტონამდე რეალიზაცია თითქმის 1 წელში ძალიან მაღალი ნიშნულია და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდება".
ქართულ ბაზარზე Petronas-ის შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოოდ კი თეგეტამ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა. პეტრონასის პორტფელი პასუხობს ყველა ავტომწარმოებლის მოთხოვნას როგორც მსუბუქი და სატვირთო, ისე ინდუსტრიული მიმართულებით.
ირაკლი ლავრინსკი, თეგეტას იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: "მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით გამორჩეულია პრემიუმ ხაზის ზეთები — Syntium, რომელსაც კომპანია °CoolTec™ ტექნოლოგიით აწარმოებს. Syntium იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას. Petronas Syntium Cooltech+ გაგრილების ტექნოლოგიით იმისთვის შექმნეს,
რომ ძრავის დაზიანებები აკონტროლოს და მისი პოტენციური ენერგიაც
მაქსიმალურად გამოიყენოს.
ამ ზეთის მოხმარება 3%-ით უფრო ეფექტურ წვას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ავტომობილს ეხმარება, ძრავამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმუშაოს და უფრო მაღალი სიჩქარე ნაკლები წვის პირობებში განავითაროს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც Syntium მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში უკვე წლებია გამოიყენება. ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas-ის მომხმარებელია".
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს Petronas-ის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის როლი გარემოს დაცვაში. კომპანია საავტომობილო ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს, რის გამოც მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელია. ამ გზით კომპანია ცდილობს, გარემოზე ზემოქმედება შეამციროს და 2050 წლისთვის ნულოვან ემისიებს მიაღწიოს.
Petronas-მა ცოტა ხნის წინ საავტომობილო ზეთების ახალი შეფუთვა — Bag-in-Box წარადგინა, რომელშიც 92%-ით ნაკლები პლასტმასაა გამოყენებული და პროდუქტს დაზიანებისა და სინათლის ზემოქმედებისგან იცავს. კვლევებმა აჩვენა, რომ Bag-in- Box შეფუთვა ყველაზე მდგრადი ალტერნატივაა, რომელიც ნახშირბადის შემცირების საშუალებას იძლევა.
მსოფლიო მასშტაბით, პეტრონასს 23 ქვეყანაში 30-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. თეგეტა მოტორსში PETRONAS მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით, ასევე, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საცხებ-საპოხი მასალებითაა წარმოდგენილი. თეგეტა მოტორსს ამბიციური გეგმები აქვს Petronas-ის ზეთების რეალიზაციის ზრდის მიმართულებით. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს ბრენდი მომავალი წლისთვის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იქნება.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები