დნმ-ისა და მინის შერწყმით, მკვლევრებმა შექმნეს მასალა, რომელიც ფოლადზე უფრო გამძლე და მსუბუქია.

"მოცემული სიმკვრივისთვის, ჩვენი მასალა ყველაზე გამძლეა", — თქვა სეოკ-ვუ ლიმ, კონექტიკუტის უნივერსიტეტის მეცნიერმა და კვლევის თანაავტორმა.

ეს საოცრად გამძლე მალასა ცნობილია, როგორც შუშის ნანოლატის სტრუქტურა. ლი თვლის, რომ ის და მისი კოლეგები მომავალში კიდევ უფრო გამძლე მასალას შექმნიან.

დნმ

ასეთი გამძლე და მსუბუქი მასალის შესაქმნელად მეცნიერებმა "ყუთის მიღმა" უნდა იფიქრონ. ჩვეულებრივი მასალები, როგორიცაა რკინა, კვადრატულ სანტიმეტრზე 7 ტონას უძლებს.

ჩვეულებრივ რკინასთან შედარებით ფოლადი უფრო გამძლეა. მიუხედავად ამისა, მეცნიერები უფრო მტკიცე და მსუქბუქი მასალის შექმნაზე დიდი ხანია მუშაობენ.

და აი ისიც, ახალი მასალა, რომელიც ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე ფოლადი და ამავდროულად, უფრო გამძლეა.

ასეთი მასალის შესაქმნელად მკვლევრებმა დნმ გამოიყენეს, რომელიც "ქიმიური ჩონჩხის" შესაქმნელად იკეცება. ამის შემდეგ, დნმ-ის ეს არქიტექტურა შუშის მსგავსი მასალის ფენაში მოათავსეს, რომლის სისქე მხოლოდ ასობით ატომია.

დნმ-ის ჩონჩხის მცირე მასშტაბის გამოყენებით მინის ნანოლატის სტრუქტურა არა მხოლოდ საოცრად გამძლეა, არამედ მსუბუქიცაა.

რაც შეეხება რიცხვებს: მათი თქმით, ახალი მასალა ფოლადზე 4-ჯერ უფრო მტკიცეა და ხუთჯერ უფრო მსუბუქია. მკვლევრების თქმით, ასეთი შედეგი აქამდე არავის ჰქონია.

პატარა ნაბიჯები

ეს ყველაფერი კარგია, თუმცა მხოლოდ დასაწყისია. სუპერმასალა მასშტაბებში უნდა გაიზარდოს, ანუ მისი გაზომვა ატომებში აღარ უნდა მოხდეს.

"ახალი ტექნოლოგია პერსპექტიულია და მრავალ შესაძლებლობას აჩენს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც საწყისი ეტაპია და ჯერ კიდევ ბევრი კვლევითი სამუშაოა საჭირო, სანამ მას ტექნოლოგიად გამოვიყენებთ", — თქვა ოლეგ განგმა, ნანომასალების მეცნიერმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან.

მკვლევრები შემდეგ ეტაპზე შუშის მაგივრად კერამიკის გამოყენებას გეგმავენ.

კვლევა ჟურნალ Cell Reports Physical Science-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.