მეცნიერებმა მზის საიდუმლოს ნათელი მოჰფინეს
მეცნიერები მზეს აქტიურად იკვლევენ და ახლა მათ საინტერესო შედეგები აქვთ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ რა განაპირობებს მზის გარე ატმოსფეროში ძალიან მაღალ ტემპერატურას. საუბარია ერთ მილიონ გრადუს ცელსიუსზე, მაშინ, როდესაც ზედაპირზე მხოლოდ 6 000 გრადუსი ცელსიუსია. ეს იმის ფონზე, რომ მზის კორონა ვარსკვლავის შიდა სითბოსგან ბევრად შორს არის, ვიდრე ზედაპირი.
ასევე: მზეზე რაღაც უცნაური ხდება — რასთან გვაქვს საქმე
Solar Orbiter-ის დაკვირვებების შედეგად მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ახლა მათ იციან, თუ რა დგას მზის კორონას გათბობის მიღმა. მკვლევრებმა სწრაფად მოძრავი მაგნიტური ტალღები აღმოაჩინეს, რომელიც მზის ზედაპირზე ბრუნავს. ეს ტალღები იმდენ ენერგიას წარმოქმნიან, რომ ამით ვარსკვლავის კორონალური სიმხურვალე იხსნება.
მეცნიერებმა ადრეც აღმოაჩინეს მაგნიტური ტალღები, თუმცა ეს უფრო ნელი იყო და შესაბამისად, ვარსკვლავის ატმოსფეროს სიმხურვალის ასახსნელად არ გამოდგებოდა.
"ბოლო 80 წლის განმავლობაში ასტროფიზიკოსები ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობდნენ. და აი ახლა, ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ვარსკვლავის კორონა მაგნიტური ტალღების გამო ცხელდება", — თქვა კვლევის ავტრომა, ტომ ვან დორსელერმა.
მაგნიტური რხევა 10 000 კილომეტრის სიგანისაა. ცნობისთვის, მზის დისკის დიამეტრის ზომა 1 392 000 კილომეტრია.
Solar Orbiter კოსმოსში 2020 წელს გაუშვეს. ეს კოსმოსური ხომალდი მზეს აქტიურად სწავლოს და ვარსკვლავის უახლოეს ფოტოებს იღებს.
დევიდ ბერგმანსმა, EUI ინსტრუმენტის მთავარმა მკვლევარმა და ფიზიკოსმა აღნიშნა, რომ ახლა მეცნიერები მზის ზედაპირზე აღმოჩენილ მაგნიტურ ტალღებს უკეთ შეისწავლიან.
კვლევა ორშაბათს, 24 ივლისს, Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები