ავსტრალიელი მკვლევრები ინოვციურ პროექტზე მუშაობენ. მათ ამისთვის 600 000 დოლარის გრანტიც მიიღეს. მეცნიერების საბოლოო მიზანი ადამიანის უჯრედების ხელოვნურ ინტელექტთან შერწყმაა.

მელბურნში დაფუძნებულ სტარტაპ Cortical Labs-თან თანამშრომლობით, მკვლევრებმა აჩვენეს თუ როგორ შეუძლია ადამიანის ტვინის უჯრედებს პონგის თამაში. ამისთვის მკვლევრებმა 800 000 უჯრედი პეტრის ჭურჭელში მოათავსეს.

მთავარი მიზანი ბიოლოგიის ხელოვნურ ინტელექტთან შერწყმაა. ამან შეიძლება სრულიად ახალი ტექნოლოგია გააჩინოს.

მკვლევრები თამამი განცხადებების გაკეთებას არ ერიდებიან.

ფოტო: FUTURISM

"ამ ტექნოლოგიას რევოლუციის მოხდენა შეუძლია. მასთან სილიკონზე დაფუძნებული ტექნოლოგია აღარაფერი იქნება. კვლევის შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მრავალ სფეროზე, როგორიცაა რობოტიკა, ავტომატიზაცია, ტვინი-მანქანის ინტერფეისები და წამლების აღმოჩენა", — თქვა ადელ რაზიმ, კვლევის ავტორმა.

რაზის თქმით, ასეთ ტექნოლოგიას ადამიანის ტვინის უჯრედების მსგავსი შესაძლებლობები ექნება. ანუ, ტექნოლოგია გამოცდილების ხარჯზე მუდმივად ახალ ინფორმაციას მიიღებს და გადაამუშავებს.

ტვინის უჯრედების ხელოვნურ ინტელექტთან წარმატებით დაკავშირება ამბიციური გეგმაა და სავარაუდოა, რომ მას დიდი დრო დასჭირდება.

"დაფინანსებას ისეთი ხელოვნური ინტელექტის შესამუშავებლად გამოვიყენებთ, რომელიც ტვინის უჯრედებთან დაკავშირდება. ეს ერთგვარი ჩიპი იქნება, რომელიც ადამიანის ტვინის უჯრედების გამოყენებით იმუშავებს", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.