"სხეულების მრავალფეროვნება უნდა ვუჩვენოთ" — დედამ შვილის ბარბის სტრიები დაუხატა
ფოტო: Kate Claxton
მწერალ ქეით კლაქსტონს ორსულობის შემდეგ სხეულთან დაკავშირებული შფოთვა აწუხებდა, რადგან ფეხმძიმობის შემდეგ სტრიები გაუჩნდა. მისი თქმით, თავდაპირველად ისინი ეზიზღებოდა, ახლა კი სტრიებით ამაყობს. ქეითს უნდოდა თავისი სამი წლის შვილისთვის პატარაობიდანვე ესწავლებინა, რომ განსხვავებული სხეულის ქონა ნორმალურია, რის გამოც მისთვის ბარბის სხვადასხვანაირ თოჯინებს ყიდულობდა, თუმცა სტრიები არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.
"გადავწყვიტე, თოჯინაზე სტრიები ფრჩხილის ლაქით დამეხატა. ბავშვს ბარბით თამაშისას მათზე კომენტარი არ გაუკეთებია, რაც კარგის ნიშნად ჩავთვალე — ესეიგი, სტრიები მისთვის უკვე ნორმალურია", — აღნიშნავს ქეითი.
კლაქსტონი იმასაც ამატებს, რომ გაუხარდება, თუ თოჯინის შემქმენელები მართლაც გამოუშვებენ ბარბებს სტრიებით — მისი თქმით, ამით ბარბი გაავრცელებს მესიჯს, რომ სტრიების გაჩენა სანერვიულო არაა.
ქეითმა ცოტა ხნის წინ ამ თემაზე საბავშვო წიგნიც გამოუშვა სახელად დედაჩემი ვეფხვია, რომელშიც პატარა გოგო იგებს, რატომ აქვს დედას კანზე "ზოლები". ქეითის თქმით, ამით უნდოდა დედებისთვის თავდაჯერება შეემატებინა, რომ სამარცხვინო არაა, თუ მსოფლიოს მათ სტრიებს დაანახებენ.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილებს სხეულების მრავალფეროვნება ვაჩვენოთ. მინდა, ჩემი შვილი გაიზარდოს ისეთ გარემოში, სადაც ნებისმიერი ტიპის სხეულის ქონა ნორმალურია. მან იცის, რომ დედას სტრიები აქვს და იმედი მაქვს, რომ თუ ოდესმე მასაც ექნება, ამაზე არ იდარდებს", — ამბობს ქეითი.
ბარბის თოჯინების მწარმოებელი კომპანია Mattel წარსულში არასაკმარისი ინკლუზიურობის გამო არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, რადგან ორიგინალი თოჯინა რეალური ადამიანისთვის წარმოუდგენლად გამხდარი იყო, რაც გოგოების სხეულის მიმართ არარეალურ მოლოდინს ქმნიდა. ამის შემდეგ, კომპანიამ სილამაზის სტანდარტების დამსხვრევა არაერთი კამპანიით სცადა.
იხილეთ ასევე:
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
კომენტარები