თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 15 მილიონი ლარის მწვანე საჯარო ობლიგაციები განათავსა
ფოტო: თიბისი კაპიტალი
სალიზინგო ბაზრის ლიდერმა, თიბისი ლიზინგმა პირველად ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ისტორიაში, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, ლარში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა და მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, მწვანე სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს.
მწვანე ობლიგაციების გამოშვების გადაწყვეტილება, ენერგო ეფექტური აქტივების - ელექტრო ავტომობილების, საწარმოო დანადგარებისა და მზის პანელების დაფინანსებასთან ერთად, განპირობებულია კომპანიის მიზნით — ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას.
აღნიშნული ემისიის ფარგლებში, თიბისი ლიზინგმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან, კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით, მეორე მხარის მოსაზრება მიიღო. ამ მოსაზრების თანახმად, თიბისი ლიზინგის მწვანე ობლიგაციების ჩარჩო სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP).
გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 2.75%-იანი მარჟით განისაზღვრა, რომელიც თბილისის სამთვიან ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR) იქნება მიბმული. თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ, BB სტაბილური პერსპექტივითაა განსაზღვრული.
ობლიგაციებში ინვესტიცია ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ, საპენსიო ფონდმაც განახორციელა.
"მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, პირველი ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო განთავსება თიბისი ლიზინგმა წარმატებით განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სახსრები მიმართული იქნება ენერგოეფექტური აქტივების დაფინანსებისკენ, რაც თიბისი ლიზინგის მდგრადი განვითარების სტრატეგიასთან სრულ შესაბამისობაშია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ განთავსება ეროვნულ ვალუტაში მოხდა, რაც როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს. ერთი მხრივ, კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში ფინანსური სახსრების მოზიდვა მინიმუმამდე ამცირებს სავალუტო რისკებს და გვაძლევს მოქნილობას მომხმარებლებს მათთვის ხელსაყრელ პირობებში შევთავაზოთ ლიზინგით დაფინანსება. მეორე მხრივ, კი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზარზე ეროვნული ვალუტის ლიკვიდურობას. მნიშვნელოვანია რომ, აღნიშნულ ტრანზაქციაში საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინვესტორების მხრიდან თიბისი ლიზინგის მიმართ გაზრდილ სანდოობას", — ამბობს ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
"მოხარული ვართ, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე საჯარო ობლიგაციები, სწორედ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდა. ეს ტრანზაქცია თიბისი ლიზინგისა და თიბისი კაპიტალისთვის — მე-9 ერთობლივი, თიბისი კაპიტალისთვის კი, მწვანე ობლიგაციების რიგით მე-6 განთავსებაა, რაც ხაზს უსვამს ჩვენს წვლილს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში, ბაზარზე ჩვენი მხარდაჭერით, უკვე მე-2 მწვანე ბონდები განთავსდა, რაც კიდევ ერთი დასტურია მდგრადი განვითარების მიმართ, ქვეყნისა და კომპანიების ინტერესის", — აღნიშნავს მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები