ანა წითლიძე

27 Jun. 2023, 16:58

ბექა ოდიშარიას განცხადებას მინდა, გამოვეხმაურო, რომელმაც გუშინ, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ თუ ვინმე ვინმე პრორუსს დაუძახებს, აუცილებლად ცხვირ-პირს დაულეწავს. ცოტა უფრო ადრე, წინა სესიაზე, აქ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იძახდა იგივე სიტყვებს, როდესაც გვეუბნებოდა, რომ თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, მათ აუცილებლად დედას აგინებს.

დღეს დარბაზში არ არიან და იმედია, მოუსმენენ, მაგრამ მე მინდა, მათ ვუთხრა: ბოდიში, ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და მთელით თქვენი შეგნებით. როდესაც აკეთებთ რუსულ საქმეს, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა აუცილებლად ამაზე დაგეკისრებათ და ისტორია ამას აუცილებლად ასე შეაფასებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა

ახალი ფუნქციის, Intelligent UI-ს (გონიერი სამომხმარებლო ინტერფეისი), დამსახურებით ChatGPT-ში ბევრად მეტი ვიზუალი…