soplidan.ge — შეიძინე ქართველი ფერმერების ხარისხიანი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად
ფოტო: soplidan.ge
ჯანსაღი, ადგილობრივი, ქართველი ფერმერების წარმოებული პროდუქტების შეძენა არც ისე მარტივია. ხშირად არ ვიცით იმ პროდუქციის წარმომავლობა, რომელიც ჩვენს სუფრაზე ხვდება, არადა ხილის, ბოსტნეულის თუ სხვა პროდუქტების დაკვირვებით შერჩევა ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია და გემოვნური თვისებებიც გარანტირებულია.
ამასთან, ადგილობრივ ფერმერებსაც აქვთ გამოწვევა — ნაკლებად ახერხებენ ციფრული არხების განვითარებას ფეხი აუწყონ და მომხმარებელთან სწრაფად და კომფორტულად დაამყარონ კავშირი, რაც პროდუქტის რეალიზაციაში დაეხმარებოდათ.
ამიტომ, ისეთი წამოწყება როგორიცაა soplidan.ge — ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა ფერმერებისთვის, რომელიც სოფელსა და ქალაქს შორის ხიდია, აგრარული მეურნეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. თანაც, მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მარტივად მოიძიონ.
სოფლიდან — პროდუქტი ფერმიდან პირდაპირ თქვენს სუფრაზე
ფოტო: soplidan.ge
soplidan.ge 2015 წელს შეიქმნა და პირველი ამგვარი კონცეფციის წამოწყება იყო საქართველოს ონლაინ ვაჭრობის ბაზარზე. პლატფორმამ ფერმერებს შესაძლებლობა მისცა, რომ ქართველი თუ საქართველოს მასშტაბითა და საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლებისთვის თავი გაეცნოთ, მარტივად, ინოვაციური გზითა და უსაფრთხოდ გაეყიდათ პროდუქტი. ხოლო მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, მაღალი ხარისხის პროდუქცია, მათ შორის, ის პროდუქტები, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ გადაეყრები, პირდაპირ სახლში მიეღოთ.
soplidan.ge-ის გზა 15 პროდუქტით, 2 ფერმერით, 2 თანამშრომლითა და არცერთი მომხმარებლით იწყება და სულ რაღაც 7 წელში არნახული ზრდა აქვთ — პლატფორმა უკვე 400-ზე მეტ პროდუქტს, 300-ზე მეტ ფერმერს, 15 თანამშრომელსა და 12 ათას რეგისტრირებულ მომხმარებელს აერთიანებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათთვის განსაკუთრებით საამაყოა კატეგორია — "ემიგრანტებისთვის".
"კატეგორია — "ემიგრანტებისთვის" ევროპის 12 ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, რომ მონატრებული ქართული პროდუქტები შეიძინონ", — ამბობენ soplidan.ge-ში.
ფოტო: soplidan.ge
გარდა ონლაინ ვაჭრობისა, პლატფორმა დიდ ყურადღებას უთმობს ფერმერის, როგორც ბრენდის პოპულარიზაციას და ცდილობს, მომხმარებლებს მათი საქმიანობა გააცნოს.
"ფერმერების ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ვიდეო და ფოტო მასალას ვქმნით, რომელსაც ვებგვერდისა და აპლიკაციების მეშვეობით ვაცნობთ. ვცდილობთ, აუდიტორიამდე ბრენდის იდენტობა, პროდუქტის შექმნის პროცესი მივიტანოთ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ soplidan.ge სოფელსა და ქალაქს შორის ხიდია. ამასთან, კომპანია ხელს უწყობს ონლაინ ვაჭრობის ბიზნესის მნიშვნელობის ზრდას და ფერმერების განათლებას".
გამომდინარე იქიდან, რომ soplidan.ge სოფლის მეურნეობის გაციფრულების მიმართულებით პირველი სტარტაპი იყო, სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. პლატფორმამ ფერმერებისთვის ინფორმაციის, განათლების მიწოდებისა და ახალ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო.
"პასუხისმგებლობას ვიაზრებთ და ამიტომ, ხშირად სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებით ფერმერებს, რომ წარმოების სტანდარტების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და ხარისხის სტაბილურობის შესახებ აუცილებელი ინფორმაცია მიიღონ. მეორე მხარეს კი მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება დგას, რაც მომწოდებლებსა და მყიდველებს შორის ჯანსაღ კავშირს უზრუნველყოფს", — ამბობენ soplidan.ge-ში.
ფოტო: soplidan.ge
ფოტო: soplidan.ge
ფოტო: soplidan.ge
soplidan.ge-მ შეძლო, რომ შეზღუდული რესურსებისა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქცეულიყო ბრენდად, რომლის სახელიც ასოცირებულია ხარისხთან, ნდობასთან და ინოვაციურ საქმიანობასთან.
"პლატფორმამ მომხმარებლებს, რომლებსაც ბაზარში სიარულის დრო ნაკლებად აქვთ, შესაძლებლობა მისცა, რომ ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული ნაწარმი შეძენიდან მეორე დღეს სახლში მიიღონ. ამასთან, შეიძინოს პროდუქტების, რასაც ხშირად საგულდაგულო ძებნა სჭირდება, მათ შორის, კახური ზეთი, დამბალხაჭო, კამეჩის მაწონი, რაჭული ლორი თუ სხვა გამორჩეული პროდუქტები".
ეწვიე საიტს — soplidan.ge, მხარი დაუჭირე ქართველ ფერმერებს და შეიძინე მაღალი ხარისხის პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად.
სტატია შექმნილია On.ge-ის კამპანიის — შექმნილია დამოუკიდებელ საქართველოში — ფარგლებში. On.ge დამოუკიდებელ საქართველოში შეიქმნა და გვჯერა, რომ მცირე ბიზნესების მხარდაჭერა ჩვენი მისია და პასუხისმგებლობაა, ამიტომაც 26 მაისთან 26 ივნისამდე ჩვენი ციფრული და კრეატიული შესაძლებლობებით, მხარს დავუჭერთ დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილ მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს. გაიგე მეტი: შექმნილია დამოუკიდებელ საქართველოში — On.ge-ის შეთავაზება მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებს
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
ერევანში პროექტი "პუტინის გზა" განიხილეს ერევანში პროექტი "პუტინის გზა" განიხილეს
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები