Tesla-ს უახლესი კონცეფციის მაღაზია ავტომობილებს 45 წამში აწყობს — Giga Lab
ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ ჩინეთში თავისი ახალი კონცეფცია, "Giga Lab", წარადგინა.
კომპანიის თქმით, ინტერიერი "ჰბაძავს Shanghai Gigafactory-ს, წარმოაჩენს რა ტესლას ავტომობილების წარმოების პროცესს და მომხმარებელს შეუძლია, შეიგრძნოს Tesla-ს სილამაზე".
კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია 2019 წელს ფიზიკური მაღაზიის მოდელიდან ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა. მოგვიანებით ბრენდმა დაინახა, რომ მისი საცალო ვაჭრობა გაფართოვდა მაღალკონკურენტუნარიანი ელექტრომობილების ბაზარზე, განსაკუთრებით ჩინეთში. ახლა ტესლა მიზნად ისახავს, გაზარდოს დაინტერესება, რადგან აზიის ელექტრომანქანების ამ ბაზარზე მას ბევრი კონკურენტი ჰყავს.
Tesla Model 3-ის სხვა დასრულებული მოდელების ფონზე, რობოტი მკლავი 45 წამში აწყობს სხვადასხვა პანელს Tesla Model 3-ის ჩარჩოზე, რათა მომხმარებელმა უკეთ აღიქვას, თუ როგორ მზადდება მისი ავტომობილი.
კომპანია ასევე გამოფენს ელექტროგადამცემი სისტემის ნაწილებსა და ბატარეებს და იმედოვნებს, რომ ამ გზით გაზრდის ინტერესს მისი მოდელების მიმართ.
შანხაიში მდებარე Tesla Gigafactory-მ წარმოება 2019 წელს დაიწყო და 2022 წლისთვის იგი გახდა ელექტრომობილების ყველაზე გიგანტური ქარხანა მსოფლიოში.
ახალი Giga Lab-ით, ტესლა ხაზს უსვამს მაღაზიების ფიზიკური ქსელის არსებობის მნიშვნელობას, რათა გაზარდოს ჩართულობა ბაზრებზე, სადაც მაღალი მოთხოვნაა ელექტრომობილებზე. ფაქტობრივად, 2000 წლიდან ტესლას ფიზიკური მაღაზიების რაოდენობა (საცალო ვაჭრობა და მომსახურება) გაორმაგდა და მოიცავს მსოფლიოს 1000 ლოკაციას.
კომენტარები