კეტამინით დეპრესიის მკურნალობა ისევე ეფექტიანია, როგორც ელექტროკონვულსიური თერაპიით — კვლევა
კეტამინით დეპრესიის მკურნალობა სულ უფრო აქტუალური ხდება.
აშშ-ში რანდომიზებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კეტამინის ინექციები ისეთივე ეფექტიანია, როგორც ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT). საუბარია დეპრესიის არაფსიქოზური ფორმების მკურნალობაზე.
ECT-ისა და კეტამინის თერაპიის დაწყების შემდეგ, კვლევაში მონაწილე პაციენტებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება აღენიშნათ. გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა და მეხსოვრობის მცირე პრობლემები, საერთო იყო ორივე მკურნალობისთვის. თუმცა, გვერდითი მოვლენები ცოტა ხნით გაგრძელდა.
"კვლევამ აჩვენა, რომ კეტამინი, როგორც მინიმუმ, არ ჩამორჩა ECT-ს. კვლევა გვეუბნება, რომ კეტამინი ECT-ის გონივრული და უსაფრთხო ალტერნატივაა — სულ მცირე, მკურნალობისადმი რეზისტენტული, არაფსიქოზური დეპრესიის მოკლევადიანი მართვისთვის", — თქვა ფსიქოფარმაკოლოგმა, სანჯაი მეთიუმ.
თითქმის 80 წლის განმავლობაში, ECT რჩებოდა ერთადერთ ალტერნატივად, როდესაც საქმე გვაქვს მძიმე დეპრესიასთან. ეს მაშინ ხდება, როდესაც მედიკამენტებს შედეგი არ აქვთ. ახლა კი, კვლევის თანახმად, ETC-ს რეალური კონკურენტი გამოუჩნდა.
ისტორიულად, კეტამინი გამოიყენება სედაციისა და ტკივილის შესამსუბუქებლად, რადგან ის პაციენტებს ეიფორიის ტრანსის მსგავს მდგომარეობაში აყენებს. თუმცა, ფსიქოაქტიურმა ნივთიერებამ დეპრესიის მკურნალობის მხრივაც დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.
კეტამინის პირველადი კვლევები იმდენად იმედისმომცემი იყო, რომ 2019 წელს აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) კეტამინზე დაფუძნებული ცხვირის სპრეი დაამტკიცა მათთვის, ვისაც ქრონიკული დეპრესია და სუიციდური აზრები აწუხებს.
უახლესი კვლევა, რომელმაც მკურნალობის ორი მეთოდი შეადარა ერთმანეთს, დეპრესიის არაფსიქოზურ ფორმებზე იყო ფოკუსირებული.
კვლევა NEJM-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები