ბრიტანეთში შავი ჭირის უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს
ბრიტანეთში შავი ჭირის უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომელიც 4000 წლით თარიღდება. ნაშთები ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის.
Yersinia pestis ბაქტერიის კვალი ინდივიდების კბილებში იყო. ადგილზე მინიმუმ 40 ადამიანი იყო დაკრძალული.
კვლევა უთითებს, რომ ჭირი, რომელმაც ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ევრაზია მოიცვა, გავრცელდა ჩრდილო-დასავლეთით და ზღვის გასწვრივ ბრიტანეთში. ეს ათასობით წლით ადრე, ვიდრე 541 წელს იუსტინიანეს ჭირის ეპიდემია მოედებოდა ქვეყანას.
"ეს ამ დაავადების უძველესი ნიმუშია", — თქვა პუჯა სვალიმ, მკვლევარმა.
აღსანიშნავია, რომ დაავადება სამ ინდივიდში აღმოჩნდა. თუმცა, მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ შავი ჭირი დანარჩენ ინდივდებსაც ჰქონოდათ.
"იმის გამო, რომ დნმ სწრაფად იშლება ელემენტების ზემოქმედების დროს, შესაძლებელია, რომ სამარხში მყოფი სხვა პირებიც იყვნენ დაინფიცირებულნი. სავარაუდოდ, მათი კვალი წაიშალა", — ამბობენ მკვლევრები.
დაავადება, რომელიც ბრიტანეთში 4000 წლის წინ გავრცელდა, სავარაუდოდ, ჭირის პნევმონიული ფორმის იყო. მას უნდა გამოეწვია ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე და პნევმონია, რადგან ბაქტერიები ფილტვებს იკავებენ. ევროპაში დოკუმენტირებული შემთხვევების მიხედვით, პნევმონიული ჭირი შეიძლება გავრცელდეს ერთი ინდივიდიდან მთელ საზოგადოებაზე რამდენიმე დღეში.
კომენტარები