5 რამ, რაც ახალ ქართულ სერიალ "ცვალებად ნიშნებზე" უნდა იცოდე
ფოტო: კავეა პლუსი
სერიალების ყურება უამრავი ჩვენგანისთვის დროის სასიამოვნოდ გატარებისა და დასვენების შეუდარებელი საშუალებაა. თანამედროვე სამყაროში მათ ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით და სანახავ სერიალთა სიაში უცხოურთან ერთად ქართული ნამუშევრებიც ხვდება.
ამ სტატიაში ახალ ქართულ სერიალზე, ცვალებად ნიშნებზე, მოგიყვებით, რომელიც ზაფხულის ცხელი დღეების მრავალფეროვნად გატარებაში დაგეხმარება.
1. რა არის ცვალებადი ნიშნები?
ფოტო: Cavea+
ცვალებადი ნიშნები პირველი ქართული სტუდენტური სერიალია, რომელიც კავეა პლუსისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუს თანამშრომლობით შეიქმნა. სერიალი ოთხი სტუდენტის შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთ სახლში გადავლენ საცხოვრებლად. სტუდენტური ცხოვრება, მეგობრობა, კონფლიქტები, მშობლებთან ურთიერთობა, სექსი, თავისუფლება — ეს იმ თემათა მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც მაყურებელი კომედიური და დრამატული ხაზებით იმოგზაურებს. თითოეული პერსონაჟი ტრანსფორმაციის გზას გაივლის და სერიალის სახელიც მათ ცვალებადობას გამოხატავს.
2. როგორ გაჩნდა სერიალის შექმნის იდეა?
ფოტო: Cavea+
ცვალებადი ნიშნები თავისუფალი სერიალია თავისუფალ სტუდენტებზე. მისი შექმნის იდეა კავეა პლუსში გაჩნდა, პროექტს კი მხარდამჭერის სახით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ გამოუჩნდა:
"კავეა პლუსის, პირველი ლეგალური სტრიმინგ პლატფორმის, გაშვების ერთ-ერთი მიზანი ყოველთვის ორიგინალი კონტენტის წარმოება იყო. თავიდანვე გვქონდა რამდენიმე სერიალის იდეა და ერთ-ერთი იყო სტუდენტური, ახალგაზრდული სერიალი. გვინდოდა ხარისხიანი, ფერადი, კომედიური და თან ცოტა თამამი ჟანრის სერიალი გადაგვეღო, რომელიც სხვადასხვა თაობისთვის აქტუალურ საკითხებსაც შეეხებოდა. ასევე, ზუსტად ვიცოდით, რომ დრამედიის ჟანრის სერიალი უნდა ყოფილიყო, რაც ასევე სიახლეა ჩვენი ინდუსტრიისთვის", — ამბობს სერიალის კრეატიული პროდიუსერი გვანცა გარმელია.
3. ვინ თამაშობს ცვალებად ნიშნებში?
ფოტო: Cavea+
სერიალში მონაწილეობენ ირაკლი კვირიკაძე, ნია გუგავა, გივიკო ბარათაშვილი, ბუკა თოლორდავა, ია ფარულავა, ნანკა კალატოზიშვილი, ანუკი ბუბუტეიშვილი, სანდრო სამხარაძე, ლაშა მებუკე, ნატალია ყიფშიძე, გიორგი მახარაძე და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კვირიკაძე საქართველოში აშშ-დან სპეციალურად სერიალისთვის ჩამოვიდა.
4. ვინ ქმნის ცვალებად ნიშნებს?
ფოტო: Cavea+
ფოტო: Cavea+
ცვალებადი ნიშნების რეჟისორი სოსო ბლიაძეა, რომლის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა ჩემი ოთახი და ოთარის სიკვდილი. სერიალის სცენარისტები ბექა ადამაშვილი და მარიამ გურგენიშვილი არიან. ბექა ადამაშვილის წიგნებს ბესტსელერი და ამ რომანში ყველა კვდება ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. მარიამ გურგენიშვილი კი მარგალიტების ავტორია.
5. როდის გამოვა სერიალი?
ფოტო: Cavea+
სერიალის პრემიერა 15 ივნისს კავეა პლუსზეა დაგეგმილი. ცვალებადი ნიშნების პირველი სეზონი 12 ეპიზოდისგან შედგება და მაყურებელი კვირაში თითო ეპიზოდს ნახავს.
მოკლედ, ისღა დაგვრჩენია, 8 ივნისს ახალ თინეიჯერულ სერიალს ჩავუსხდეთ და პერსონაჟების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადავეშვათ.
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
კომენტარები