მზის სისტემაში ახალი ვარსკვლავთშორისი ობიექტები შემოვიდა — კვლევა
როდესაც ოუმუამუა ჩვნენს მზის სისტემაში გამოჩნდა, მან დიდი ყურადღება მიიპყრო. შემთხვევა 2017 წელს მოხდა და ეს იყო პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი (ISO), რომელიც ასტრონომებმა გამოავლინეს.
შემდეგ, 2019 წლის აგვისტოში, კომეტა 2I ბორისოვი გამოჩნდა. ის გახდა მეორე ISO, რომელიც აღმოვაჩინეთ.
და აი ახლა, ახალი კვლევის მიხედვით, ასტრონომებმა სხვა ვარსკვლავთშორისი ობიექტები დააფიქსირეს. ისინი ჩვენმა მზის სისტემამ ჩაიჭირა.
მსგავსი ობიექტების შესწავლა მნიშვნელოვანია. ამით სხვა ვარსკვლავურ სისტემებზე ინფორმაციის მიღება შეგვიძლია.
კვლევა ეფუძნება ციფრულ სიმულაციებს, სადაც თითოეული წერტილი წარმოადგენს პოტენციურ ISO-ს სხვადასხვა ტრაექტორიაზე მზის სისტემის გარეთ. სიმულაციები დიდწილად ეფუძნება გაფანტვის ეფექტებს, სადაც შემომავალი ობიექტი სხვადასხვა გზით ხვდება ჩვენს სისტემაში.
კვლევის თანახმად, ამ მხრივ დიდ როლს იუპიტერი ასრულებს. მისი გრავიტაცია მზის სისტემის გარეთ მყოფ ობიექტებს იჭერს და მათ ჩვენს სისტემაში აქცევს.
მკვლევრების თქმით, მსგავს ობიექტებს არასტაბილური ორბიტები აქვთ.
იმისთვის რათა მსგავსი ობიექტები დავაფიქსიროთ და შევისწავლოთ საჭიროა ვერა რუბინის ობსერვატორია და მის ფარგლებში ჩასატარებელი კვლევა სივრცისა და დროის შესახებ. კვლევა 2024 წელს უნდა დაიწყოს და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ასე ბევრ ახალ ციურ ობიექტს დააფიქსირებენ, დაახლოებით ისეთებს, როგორიც ეს ოუმუამუაა.
კომენტარები