ხის თანამგზავრი კოსმოსში — მკვლევრები ახალ კონცეფციაზე მუშაობენ
კიოტოს უნივერსიტეტი და იაპონური სტარტაპი Sumitomo Forestry საინტერესო პროექტზე მუშაობენ. მკვლევრების თქმით, კოსმოსური თანამგზავრი შეიძლება დამზადდეს ხისგან და ის გამძლეც იქნება.
პროექტი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. პარტნიორობა პირველად 2020 წელს დაიწყო და გასული წლის მარტში, გუნდმა იაპონიის საჰაერო კოსმოსური სააგენტოსთან (JAXA) ერთად გაგზავნა ხე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS). მკვლევრებს ამით თითოეული ხის ტიპის გამძლეობის შემოწმება სურდათ.
"ხის უნარმა, გაუძლოს იმიტირებულ ორბიტალურ გარემოს, გაგვაოცა. ამჯერად ამ ყველაფრის პირდაპირი გამოცდა გვსურს", — თქვა კოჯი მურატამ, პროექტის ავტორმა.
აღსანიშნავია, რომ მასალის გამძლეობა სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც გამოიცადა. მკვლევრები შედეგებით კმაყოფილები არიან.
პრესრელიზის თანახმად, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს ორბიტაზე ნამდვილ ხის თანამგზავრს გაუშვებენ.
სამხედრო საჭიროებებიდან დაწყებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით გაგრძელებული, ჩვენ სატელიტებზე ვართ დამოკიდებულნი. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად უსაფრთხოა ისინი დედამიწის შიდა და გარე გარემოსთვის.
სხვა კოსმოსური ხომალდების უმეტესობის მსგავსად, როდესაც თანამგზავრები ფუნქციონირებას წყვეტენ, კოსმოსურ ნაგვად იქცევიან. საბოლოოდ, ისინი დედამიწის ატმოსფეროში ხვდებიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ დამწვარი ალუმინის მაღალმა დონემ შეიძლება ოზონის შრე დააზიანოს, ეს სახიფათოა.
ამ მხრივ, ხის თანამგზავრებზე გადასვლა საუკეთესო ვარიანტია და აღარც ატმოსფეროს დაზიანება მოხდება. ვნახოთ რა იქნება შემდეგი და როგორ დასრულდება კვლევები. მომავალი შეიძლებ ხის სატელიტების იყოს.
კომენტარები