რუსული ბორტისა და პრორუსი პოლიტიკოსების დახვედრა შამპანურით და აქციით — რა ხდება აეროპორტში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ცალმხრივად დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენები აღდგა. ქართულმა მხარემ კი მალევე მისცა თანხმობა რუსულ ავიაკომპანიას, რომ თბილისში ეფრინა.
- მოსკოვიდან გამოფრენილი რუსული აზიმუტის თვითმფინავი საქართველოში უკვე დაჯდა.
- პარალელურად, მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ და 4 წლის შემდეგ ჩამოფრენილ პირველ რუსულ რეისს პროტესტით დახვდნენ.
- პოლიცია რუსული ფრენების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებს. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, 6 ადამიანია დაკავებული.
- ადგილზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე.
პარალელურად, რუსულმა პროპაგანდიტულმა რიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბორტგამცილებელი პირველი რუსული რეისის მგზავრებს შამპანურით უმასპინძლდება.
- თვითფრინავმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაეშვა, ის ქართველი პრორუსი პოლიტიკოსებიც ჩამოიყოლა, რომლებიც კრემლისტური ნარატივების გავრცელებითა და რუსული ხელისუფლებასთან კავშირებით არიან ცნობილი.
- მედიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორი გამალებით იცავს მათ პოლიცია რუსული ფრენების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისგან.
- მათ შორის ერთ-ერთი პრორუსი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, ვალერი კვარაცხელიაა, რომელიც მედიასთან გაკეთებულ პირველივე კომენტარში ამბობს, რომ "მოჯადოებული წრის გარღვევა შეძლეს".
- "ვინც რუსეთი ოკუპანტად გადააქცია, ის ახლა გარეთ დგას და წკავწკავებს. ჩვენ რუსეთს გადავაქცევთ მეგობრად და გავათავისუფლებთ ყველაფეს, რაც გასათავისუფლებელია".
- აზიმუტით ჩამოფრინდა კიდევ ერთი პრორუსი, მერაბ ჭიქაშვილიც, რომელმაც იკადრა და ფრენების აღდგენას მოსახლეობის გამარჯვება უწოდა.
- ასევე, თქვა, რომ ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობის სახელი პირადად მონაწილეობდა ფორუმში, სადაც დუმის დეპუტაციასთან უვიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის საკითხი დააყენეს.
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი დასაშვებ ტერიტორიაზე გამოხატონ, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩინონ სამართალდაცმავების მოთხოვნებს.
- "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტეზე დასაქმებული პირები", — ნათქვამია განცხადებაში.
რუსები ფრენების აღდგენით კმაყოფილებას არ მალავენ.
- რუსულ პროპაგანდისტულ მედიებზე ვრცელდება ვიდეოები, რომელშიც მოსკოვიდან გამოფრენამდე მგზავრები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში "ხინკლის საჭმელად მოდიან".
- "როდემდე შეიძლებოდა ყველაფრის მოსკოვში დალევა, ახლა საქართველოშიც შეიძლება", — ამბობდა კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკმა რამდენიმე დღის წინ ჩაწერილ ვიდეოში.
ამასობაში, ქართული ოცნება დუმს. თუმცა რუსული რეისის ჩამოფრენას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და დაწერა: "არა რუსულ ფრენებს".
- ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს ანექსია მიმდინარეობს.
- ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებაში ყოფნიდან მეცამეტე წელს ქართული ოცნება წარმატებად გვასაღებს ომის საერთაშორისო დანაშულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევას.
- "შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. ოცნებავ, ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ", — წერს ის.
- დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები