პაციენტი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა ხედავდა — ესპანელი ჯარისკაცის უჩვეულო ისტორია
ტყვიამ ესპანელი ჯარისკაცის აღქმა სამუდამოდ შეცვალა
ნეირომეცნიერება ტვინის მძიმე დაზიანებების მქონე ადამიანების წინაშე ვალშია. ასეთმა დაზიანებებმა ექიმებსა და მეცნიერებს საშუალება მისცა შეესწავლათ გონების ფუნქციონირება ისეთ მდგომარეობაში, რომლის ლაბორატორიულ დონეზე ხელოვნურად გამეორება სრულიად არაეთიკური იქნებოდა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა M პაციენტთან არის დაკავშირებული. ის ჯარისკაცი იყო და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს თავში დაიჭრა.
ამ შემთხვევამდე, მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ტვინი განსხვავებული რეგიონებისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად იყო გამოყოფილი. თუმცა, M პაციენტის დაზიანებამ ყველაფერი შეცვალა. მან ექიმს, სახელად ხუსტო გონსალო როდრიგესს, ტვინის დინამიკის ახალი თეორიის შემუშავების საშუალება მისცა.
ესპანეთის სამოქალაქო ომი 1936 წლიდან 1939 წლამდე გაგრძელდა და ნაციონალისტების გამარჯვებით დასრულდა. რესპუბლიკელების მხარეს იბრძოდა, პაციენტი M. ის მაშინ 25 წლის იყო, როდესაც 1938 წლის მაისში, ვალენსიაში, ბრძოლის ველზე თავში დაიჭრა.
ორი კვირის შემდეგ, პაციენტი კომიდან გამოვიდა. დაშავებულმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ მარცხენა თვალიდან ვეღარ ხედავდა. მისი თავის ქალა მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო, რადგან ტყვიამ თავში გაიარა. ექიმები დაიბნენ, როდესაც ნახეს, რომ პაციენტი გასაკუთრებული გართულებების გარეშე გამოჯანმრთელდა.
მომდევნო ხუთი ათწლეულის განმავლობაში, პაციენტ M-ზე დაკვირვებისას, როდრიგეს-ლეალმა უაღრესად უცნაური სიმპტომები აღწერა. მაგალითად, გარდა იმისა, რომ ხედავდა ყველაფერს სამზე გამრავლებულს, კაცი ფერებს საგნების "მიღმა" აღიქვამდა.
მთავარი უცნაურობა კი მაინც ის იყო, რომ პაციენტი ყველაფერს თავდაყირა ხედავდა. თავის წიგნში "ცერებრალური დინამიკა", როდრიგეს-ლეალმა ეს შემთხვევა დეტალურად აღწერა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, პაციენტმა ცხოვრება გააგრძელა და ცდილობდა დისკომფორტს შეგუებოდა.
წიგნში განმარტებულია, რომ ტყვიამ, როგორც ჩანს, გავლენა მოახდინა პაციენტის ტვინის მარცხენა პარიეტო-კეფის რეგიონზე. ამ ტრავმის შედეგებზე დაკვირვებისას, როდრიგეს-ლეალმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტვინი არ შეიძლება დაიყოს ცალკეულ რეგიონებად.
El Pais-თან ინტერვიუში როდრიგეს-ლეალის შვილმა, იზაბელამ თქვა, რომ პაციენტმა, რომლის ვინაობა არასოდეს გამჟღავნებულა, იცხოვრა დიდხანს და ჯანმრთელად. ეს მიუხედავად იმისა, რომ M ყველაფერს თავდაყირა ხედავდა.
რაც მთავარია, თავდაყირა ხედვამ თავად ნეირომეცნიერებაც კი ამოატრიალა.
კომენტარები