დავით არახამია

7 May. 2023, 23:02

ქართველები უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვიან ჯერ კიდევ 2014 წლიდან, როდესაც დონბასში ვითარება გამწვავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ქართველი მეომრების რაოდენობა გასამმაგდა.

მე ვნახე ბოლო კვლევა საქართველოში, სადაც გამოკითხულთა 80%-ზე მეტი ამბობს, რომ ომი უკრაინაში მათი საკუთარი ომია, რადგან ქართველების უმეტესობამ იცის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისთვის ჯერ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რომ რუსები ჯერ აქედან უნდა გავაძევოთ, მერე საქართველოში დაბრუნდნენ და იქ აჩვენონ გაკვეთილი.

აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ, როდესაც ომი დაიწყო, ატყდა არაჯანმრთელი ხმაური, რომ საქართველომ უნდა გახსნას მეორე ფრონტი, მაგრამ ეს რუსული სისულელეა. ახლა ომის დრო არ არის. საქართველოს ახლა არ აქვს რესურსი, ომი გააჩაღოს, თუმცა საქართველომ, რომელსაც ასეთი მეზობელი ჰყავს და ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, სულ უნდა აშენოს ძლიერი არმია, რადგან რუსეთი მუდმივად ცდილობს მეზობლის პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. [მთავარი არხის თარგმანი].


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ

რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნების სამდღიანი კენჭისყრა დასრულდა. რუსეთის ფედერაციის მე-9 მოწვევის სახელმწიფო…