სატურნი იცვლება და რგოლებს კარგავს — რატომ
ბეჭდის წარმოშობა
სატურნის რგოლები ქრება, რადგან მას პლანეტის ზედა ატმოსფერო იწოვს. მეცნიერები პროცესს აქტიურად აკვირდებიან და ცდილობენ გაარკვიონ, თუ რატომ ხდება ეს.
Space.com-ის ინფორმაციით, მეცნიერები ამისთვის ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს იყენებენ.
ის რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, არის რომ სატურნის ყინულოვანი რგოლები პლანეტაზე ყინულოვანი წვიმის სახით ხვდება. ამ პროცესში კი პლანეტის ძლიერი გრავიტაციაა ჩართული.
პროცესებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, მეცნიერებმა ზუსტად არ იციან თუ რა ასაკისაა პლანეტის რგოლები. გარკვეული ვარაუდების მიხედვით, მათი ასაკი 100 მილიონი წლისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დინოზავრები სატუნის ბეჭედს ვერასდროს იხილავდნენ. ვინ იცის, იქნებ ამიტომაც არ აინტერესებდათ მათ ასტრონომია.
სწრაფი სიკვდილი
მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ, კიდევ რამდენ ხანს იარსებებს რგოლები და აღდგება თუ არა ისინი ოდესმე.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს. ამ მომენტისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რგოლები სატურნის ნაწილი კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი წლის განმავლობაში იქნება", — თქვა ჯეიმს ო’დონოგიუმ, JAXA-ს მკვლევარმა.
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ დიდი დროა, თუმცა სამყაროს მასშტაბებით საქმე გვაქვს ძალიან სწრაფ სიკვდილთან. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, გაგვიმართლა, რომ გაზის გიგანტის ბეჭდებს მოვესწარით.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მზის ცვალებადმა გამოსხივებამ სატურნის ბეჭდების გაქრობაზეც შეიძლება იქონიოს ეფექტი. ეს შეიძლება აისახოს იმაზე თუ რამდენი ყინულოვანი მასალა მოხვდება პლანეტის ზედა ატმოსფეროში.
კომენტარები