Touch.Point-ის პირველი სპიკერები ცნობილია — Early Bird ბილეთების გაყიდვა 5 მაისს დაიწყება
საქართველოში პირველი მარტექ ფესტივალი Touch.Point 9 ივნისს იმართება.
1000+ დელეგატი 10 სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბება ერთმანეთისთვის განსხვავებული გამოცდილებების გასაზიარებლად და ერთდღიან თავგადასავალში გადასაშვებად.
ღონისძიებას ჯამში სხვა 25-მდე საერთაშორისო და ლოკალური სპიკერი ეყოლება.
უკვე ცნობილია პირველი სპიკერები:
- Oksana Valentelis - TikTok, Creative Director, UK
- Andy Childs - META, Creative Strategist, Futurist, DE
- Ayesha Khan, Nike, Senior Brand Architect, JP
- Eric Shmalin - Media.Monks, Global Head of Entertainment (2x EMMY Winner), US
- Pavlo Kuznyetsov - Smartly.io, Senior Product Manager, FI
- Paula Kilgariff - University of Dublin, Lecturer in Web3, Metaverse in Fashion, IR
პროგრამა დატვირთული იქნება დარგის წამყვანი პროფესიონალების პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, კრეათონით, ნეთქვორქინგით და საღამოს წვეულებით.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, Early Bird ბილეთების გაყიდვა პარასკევს, 5 მაისს, 5 საათიდან დაიწყება. დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია.
ფესტივალის მთავარი თემებია:
- მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი
- მარკეტინგის ავტომატიზაციის ხელსაწყოები
- ბრენდი და კულტურა
- მომხმარებლის ქცევა
- ციფრული ქონთენთი და სთორითელინგი
- მარკეტინგი მეტავერსში
ფესტივალის პარნიორები არიან: Adjaragroup, Dblock, Kettari Foundation, Cellfie, Alta, Evido, Noxtton, BRID, Lowenbrau, Borjomi.
მედია პარტნიორები: NEXTOn.ge, Enterpreneur.ge, On.ge, bm.ge, Marketer.ge
კომენტარები