რომან გოცირიძე

27 Apr. 2023, 00:50

შემდეგ კვირას თავიდან იწყება თავდავიწყება. ქართული ოცნება პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და არ დადის პარლამენტში. როცა ამას ვამბობ, როგორ არ დავდივართო, აგერ ვსხედვართო, ამბობენ. მოდიხარ პარლამენტში და არ გადიხარ რეგისტრაციას, სხვათა შორის, ამაზე ჯარიმაა, ყოველ არმოსვლაზე 10%-ია, დეპუტატს ხელფასი 3 400 ლარი აქვს და მისი 10% - 340 ლარი ყოველ არ მისვლაზე ეჭრებათ, მაგრამ მათ ახლა ფული არ ადარდებთ, ფულს იქით მოგცემენ, ოღონდ არ მიხვიდე, ერთ 10 მილიონს გადაგვიხდიან, ოღონდ არ მივიდეთ და არ შევაწუხოთ. [...]

ყველანაირად ვართ მობილიზებული. რას იზამენ? ასე პარლამენტის პარალიზება შეუძლებელია, რაღაც პროცედურული ხრიკებით, კანონდარღვევით.

განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პალიტრანიუსის ეთერში. აშშ-მ სანქციები დაუწესა გავლენიან ქართველ მოსამართლეებს, ე.წ. კლანის წევრებს, ქართული ოცნება ამბობს, რომ საელჩომ შეცდომა დაუშვა. ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რაც მოსამართლეების ბრალეულობას გამოიძიებს. მმართველმა ძალა ამ ინიციატივას ბოიკოტს უცხადებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს რუსული ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება და…