ჯეიმს ვების ტელესკოპი უცნაური გალაქტიკების აღმოჩენას განაგრძობს — ეს ჩვენს ცოდნას ეწინააღმდეგება
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი აგრძელებს გალაქტიკების აღმოჩენას, რომლებიც უბრალდ არ უნდა არსებობდეს.
ექვსი ყველაზე ადრეული და მასიური გალაქტიკა, რომელიც ტელესკოპმა აღმოაჩინა, უფრო დიდი და მომწიფებული ჩანს, ვიდრე უნდა იყოს.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად სამყაროს დასაბამიდან მოსული სინათლისა და უძველესი გალაქტიკებისა, ისინი ისეთივე ჩამოყალიბებულია, როგორც ჩვენი ირმის ნახტომი.
მეცნიერები გაკვირვებულები არიან და ცდილობენ გიაიგონ, როგორ მოხდა, რომ ასე ადრეულ სამყაროში გალაქტიკები მსგავსად იყო ჩამოყალიბებული.
ეს აჩენს ეჭვს, რომ სამყაროს შესახებ რაღაცა ფუნდამენტური არ ვიცით.
"თუ მონაცემები მართალია, მაშინ ჩვენ ამოუცნობ ტერიტორიაზე ვართ. ამ შემთხვევაში გალაქტიკების ფორმირებასთან დაკავშირებით რაღაცა მნიშვნელოვანი არ ვიცით. ერთ-ერთი დასაშვები ვერსია არის ის, რომ სამყარო დიდი აფეთქებიდან უფრო სწრაფად ფართოვდებოდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ეს სავარაუდოდ ახალი ძალებისა და ნაწილაკების საჭიროებას მოითხოვს", — თქვა მაიკ ბოილან-კოლჩინმა, ტეხასის უნივერსიტეტიდან.
ამ კვირაში Nature Astronomy-ში პროფესორ ბოილან-კოლჩინის ნაშრომი გამოქვეყნდა. ნაშრომის მიხედვით, JWST-ის ინფორმაცია მეცნიერებს ღრმა დილემის წინაშე აყენებს. მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა რაღაც არასწორი იყოს ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის პარადიგმაში.
ჩვეულებრივ, გალაქტიკები თავიანთი გაზის დაახლოებით 10 პროცენტს გარდაქმნიან ვარსკვლავებად. თუმცა, ახლად აღმოჩენილ გალაქტიკებს თითქმის მთელი გაზი უნდა გარდაქემნათ ვარსკვლავებად.
ეს თეორიულად შესაძლებელია. თუმცა, ჩვენი ცოდნისგან გადახვევა ხდება.
გალაქტიკების შემდგომმა დაკვირვებამ უკეთ უნდა გაარკვიოს მათი ასაკი და მასები. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დაკვირვებები არასწორია: შესაძლოა, სუპერმასიური შავი ხვრელები გალაქტიკების ცენტრებს ისე ანათებენ, რომ ამით მასა უფრო დიდი ჩანს.
და მაინც, თუ აღმოჩნდა რომ მონაცემები ზუსტია, მაშინ მეცნიერებს ფუნდამენტურ ცოდნაზე გადახედვა მოუწევთ. ამით შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ცოდნა კოსმოსისა და გალაქტიკების ფორმიერებაზე. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები