პაველ ჰერჩინსკი

11 Apr. 2023, 11:20

თავისუფალი მედია დემოკრატიის ხერხემალია, ხოლო მედიის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რაც ევროკავშირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს განსაკუთრებით ახლა ამ ომის დროს და ეს ომი მხოლოდ უკრაინაში არ ხდება. რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი, არაფრით გამოწვეული სასტიკი და მზარდი აგრესია, ასევე აღძრავს სხვა შიშებსაც, ვინაიდან ეს პროცესები დეზინფორმაციას, პროპაგანდასა და ინფორმაციით მანიპულირებას ეფუძნება და პროფესიონალურ დონეზეა შეფუთული, რაც შეუზღუდავი რაოდენობით ვრცელდება საზოგადოებაში. მედია უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველასათვის, ვისაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი მხარს ვუჭერთ, რაც შეეხება მედიის თავისუფლებას ვაღიარებ, რომ სადაც მიწევს საჯაროდ გამოსვლა [საქართველოში] ნებისმიერ ადგილას, მრავალ კამერას და მიკროფონს ვხედავ, ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოში არის აქტიური მედია გარემო, თუმცა მე ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, რომ მედია ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეს არის მუდმივი ბრძოლა, განსაკუთრებით მცირე მედია ორგანიზაციებისთვის, ასევე ფინანსურადაც, რათა მათ შეძლონ, რომ გააგრძელონ არსებობა მედიაბაზარზე. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასეც იქნება, რადგანაც თავისუფალი, პროფესიონალი, აქტიური მედია გარემო დემოკრატიისთვის აქტიურ პირობას წარმოადგენს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ…