კახა კალაძე

10 Apr. 2023, 11:58

დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც ჩვენ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე, ავტობუსებისთვის. წინასწარ ვამბობ ამას, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი კვანძია და როდესაც იქ, ამ მასშტაბის და ამ ტიპის სამუშაოები წარიმართება, ეს ხელს შეუშლის გადაადგილებას და ზემოქმედება ექნება, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით, დროებით, იმიტომ, რომ როდესაც სამუშაოები დამთავრდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება გამტარუნარიანობის თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ტრასპორტის კომფორტულობისთვის. 

რომ დავუბრუნდეთ ჟვანიას მოედანს [...] იცით, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა, ზუსტად ამის გამო ხდება ამ რეფორმის განხორციელება და ჩვენ არ გვინდა, რომ კერძო ავტომობილებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იდგეს საცობში. შესაბამისად, როგორც ყველა განვითარებულ ქალაქში განხორციელდა აღნიშნული რეფორმა, ჩვენთანაც, თბილისზე მორგებული გადაწყვეტილებით, ხდება აღნიშნული რეფორმის განხორციელება. გვინდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იდგეს საცობში. დღეს გვაქვს ბევრი ქუჩა, სადაც არ გვაქვს საავტობუსე ზოლები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად კერძო ავტომობილებთან ერთად დგას საცობში, ეს პრობლემა უნდა მოიხსნას. 

ამბობს თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. კალაძის თქმით, ჟვანიას მოედანზე პროექტის დასრულების შემდეგ ავტობუსებისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ზოლები. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ცთომილი ნერვის სტიმულაციით მძიმე დეპრესიის სიმპტომები 70%-ით შემსუბუქდა

დეპრესიის მქონე პაციენტების დაახლოებით მესამედი სტანდარტულ მკურნალობაზე არ რეაგირებს. ზოგჯერ ის მეთოდი, რომელიც აქამდე…